დღეში 2-ჯერ ეს ვარჯიში და თქვენი დუნდულები იდეალურ ფორმას მიიღებს!

დღეში 2-ჯერ ეს ვარჯიში და თქვენი დუნდულები იდეალურ ფორმას მიიღებს!
დუნდულების სილამაზეს არა მხოლოდ მისი ზომა არამედ ფორმაც განსაზღვრავს. დუნდულების მოცულობა იდეალურად მაშინ ითვლება, როდესაც ისი გარშემოწერილობა მიახლოებით მკერდის გარშემოწერილობის ტოლია, კონკრეტულად: ზომა (სანტიმეტრებში), გაყოფილი 2 ზე და პლიუს 10 სანტიმეტრი.

თუმცა რა იდეალურიც არ უნდა იყოს ეს მაჩვენებელი, თუ დუნდულები დაბლაა ჩამოწელილი ან მათი გარშემოწერილობა მსუბუქად გაზრდილია მოცულობაში, მაშინ დუნდულების არეს ლამაზს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

იმისათვის, რომ დუნდულებს ლამაზი მოხაზულობა მივცეთ ან შევინარჩუნოთ, ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ კუნთების ელასტიურობა. ძალიან ეფექტურა დუნდულების და ბარძაყის არეს კუნთების შემდეგი ვარჯიშები.

ამ ვარჯიშების შესრულება პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ.

მოიხარეთ წელში ისე, რომ შექმნათ 90 გრადუსიანი კუთხე და გამართული ხელებით მიეყრდენით კედელს. წამოიწიეთ მარჯვენა ფეხის თითის წვერებზე, ხოლო მარცხენა ფეხი ამოწიეთ მაღლა და დაჭიმეთ მაქსიმალურად. გიამეორეთ ეს ვარჯიში თითოეული ფეხისთვის 15-ჯერ. მეტი თვალსაჩინოებისთვის დააკვირდით მთავარ ფოტოს.

მნიშვნელოვანია ეს ვარჯიშები დღეში 2 ჯერ გაიმეოროთ - დილით და საღამოს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ ვარჯიშის შესრულების დროს არ უნდა მოხაროთ ფეხები მუხლებში.