ლუდზე მოზელილი ცომი ღვეზელებისა და პიცისთვის

ლუდზე მოზელილი ცომი ღვეზელებისა და პიცისთვის
fpaparazzi გთავაზობთ ლუდზე მომზადებული უნივერსალური ცომის რეცეპტს, რომელიც ნისმიერი ღვეზელისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. გირჩევთ, თუ მაშინვე არ იყენებთ, შეინახეთ მაცივარში ან, საყინულეში, უფრო მეტი ხნით.
საჭირო მასალა:
  • კარაქი ან მარგარინი 200 გ
  • ლუდი, ღია ფერის 250 მლ
  • ფქვილი 3.5 ჭიქა

მომზადება:
  1. თასში ჩაყარეთ ფქვილის ნახევარი;
  2. დაახეხეთ ცივი კარაქი, დაამატეთ ფქვილის მეორე ნახევარი და ხელით სწრაფად აურიეთ.
  3. შემდეგ დაამატეთ ლუდი და მოზილეთ ელასტიური ცომი.
  4. თუ ცომი ხელს ეკრობა, ფქვილი დაამატეთ.
  5. გამოცხობის შემდეგ ცომს აქვს ფენოვანის სტრუქტურა, ძალიან ნაზია.