ნამდვილი ფრანგული ცომის რეცეპტი

ნამდვილი ფრანგული ცომის რეცეპტი
ფრანგული ნამცხვრები ძალიან პოპულარულია მსოფლიოში - ბაგეტები, კრუასანები - გეჩვენება, თითქოს სახლში მათი მომზადება ძალიან რთულია. Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ ნამდვილი ფრანგული ცომის რეცეპტს, რომლისგან გამომცხვარი ნამცხვრების არომატი პირდაპირ პარიზში ამოგაყოფინებთ თავს! შიგთავსად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭო და ქიშმიში, შოკოლადი ან კენკრა.

ინგრედიენტები:


  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 11 გრ მშრალი საფუარი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 200 გრ მარგარინი


მომზადება:


  1. ღრმა თასში შეურიეთ თბილი რძე, საფუარი და 1,5 ს.კ. შაქარი. გადადგით ნარევი 15 წუთით.
  2. როდესაც ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდება, დაამატეთ მარგარინი, ფქვილი და დარჩენილი შაქარი. იდეალური ცომი არც ძალიან თხელია და არც სქელი.
  3. გადაიტანეთ ცომი სუფთა თასში. მოაყარეთ ფქვილი და დააფარეთ საკვების ცელოფანი. გააჩერეთ 20 წუთით.
  4. 20 წუთში მოზილეთ ცომი კიდევ ერთხელდა დაასვენეთ 10 წუთით. მზადაა!