სუპერ ფაფუკი ტორტი „მორი“, რომელიც ძალიან მოგაგონებთ „ნაპოლეონს“
ამ ტორტის რეცეპტი იმ დიასახლისებისთვისაა, რომლებიც დროსა და ფულს ძალიან აფასებენ, და ამასთან იდეალური გემოს ნამცხვრების ცხობა შეუძლიათ. თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, მაშინ აუცილებლად მოამზადეთ ეს ტორტი.
ტორტისათვის შეგიძლია გამოიყენოთ ნებისმიერი კრემი- მოხარშული ან შედედებული რძით. ორივე შემთხვევაში დესერტი ძალიან გემრიელი გამოდის.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
ტორტისათვის შეგიძლია გამოიყენოთ ნებისმიერი კრემი- მოხარშული ან შედედებული რძით. ორივე შემთხვევაში დესერტი ძალიან გემრიელი გამოდის.
საჭირო მასალა:
- ფენოვანი ცომი- 750 გ
- შედედებული რძე- 380გ
- ნაღები- 500გ
- ნუში- 150გ
მომზადების წესი:
- ფენოვანი ცომი იყიდეთ ან სახლშ მოამზადეთ. შემდეგ გააბრტყელეთ და 2-3 სმ-ის დიამეტრის ზოლებად დაჭერით. შემდეგ კი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ
- ცალკე ჯამში ათქვიფეთ ნაღები, დაუმატეთ შედედებული რძე და კვლავ კარგად აურიეთ
- გამომცხვარი ცომის ნაჭრები დააწყვეთ სასურველ ფორმაზე და წაუსვით კრემი. მოაყარეთ ნუშის ან ქოქოსის ფანტელი. გაიმეორეთ იგივე პროცედურა ორჯერ. ცოტა კრემი შეინახეთ.
- მზა ტორტი შედგით რამდენიმე საათით მაცივარში.
- შემდეგ გამოიღეთ, წაუსვით დარჩენილი კრემი და მოაყარეთ ქოქოსის ან ნუშის ფანტელები.
გემრიელად მიირთვით.