ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების პირველი პაემანი

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების პირველი პაემანი
ზოდიაქოს 12-ვე ნიშნის ურთიერთობის სტილი, ჩვევები და მისწრაფებები. გაიგეთ, რას უნდა ელოდეთ მათთან პირველ პაემანზე.

ვერძი
იმპულსიური სტილი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს 3 სიტყვა ახასიათებს: აზარტი, დამპყრობლობა და სპონტანურობა. სწორედ ასეთი იქნება პირველი პაემანი ვერძთან. დაივიწყეთ სტანდარტებზე და შაბლონებზე, ასევე, ვერძები მიჩვეული არიან სიახლოვეს პირველივე შეხვედრაზე, მათ მოთმინება არ ჰყოფნით ლოდინისთვის.

კურო
ტრადიციული სტილი. ამ ნიშნის წარმომადგენლები უპირატესობას მგრძნობიარობას და ტრადიციას ანიჭებენ. მოემზადეთ შესანიშნავი რესტორნისთვის და რომანტიკული გარემოსთვის. საჩუქრებისა და გრძნობების სიუხვე თქვენს საქციელზეა დამოკიდებული.

ტყუპები
ინტელექტუალური სტილი. ტყუპებთან არასოდეს მოიწყენთ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ სხეულის მთავარი ორგანო - ტვინია. გონებამახვილური იუმორი და ნებისმიერ თემაზე საუბრის უნარი გულგრილს არ დაგტოვებთ. ტყუპებისთვის მთავარი არაა, სად მიდის, მთავარია - ვისთან ერთად.

კირჩხიბი
ზრდილობიანი სტილი. კირჩხიბისთვის აუცილებელია, პარტნიორთან რაც შეიძლება ახლოს იყოს. ეს ემოციურად გამოიხატება, რაც, ცოტა არ იყოს, შემაშინებელია. ამ ნიშნის წარმომადგენლები ელიან მომენტს, როდესაც პარტნიორი სრულიად მათი გახდება, შემდეგ კი გამოდიან თავიანთი დამცავი აბჯრიდან.

ლომი
უცნაური სტილი. მეფე აღფრთოვანებას მოითხოვს ურთიერთობის პირველივე წუთიდან. თუ მზად ხართ, ყოველ წამს გაუსვათ ხაზი მის ღირსებებს, ლომი უხვად დაგასაჩუქრებთ. ამ ნიშნის წარმომადგენლები მონოგამურები არიან, ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ მცდელობის ნაყოფს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოიმკით.

ქალწული
ჩაფიქრებული სტილი. პრაქტიკული და სანდო პარტნიორები საკუთარ თავს პირველივე შეხვედრაზე ავლენენ. ქალწულებისთვის მნიშვნელოვანია მყარი პროცესი ურთიერთობაში. აფასებენ რომანტიკულ ჟესტებს, მაგრამ თავმდაბლობის მიუხედავად, შინაგანად მალავენ ვნების ქარიშხალს.

სასწორი
ნაზი სტილი. ეს რომანტიკოსები ნებისმიერთან დაამყარებენ ურთიერთობას, ვინც მათდამი განსაკუთრებულ ყურადღებასა და სითბოს გამოავლენს. სასწორები მუდმივად ურთიერთობაში არიან, რადგან სიმარტოვეს ვერ იტანენ. წარმოუდგენლად სოციალურები არიან და უყვართ დამოუკიდებელი პარტნიორები.

მორიელი
მიმზიდველი სტილი. მორიელებს ესაჭიროებათ ემოციურად მყარი ფსიქიკის მქონე პარტნიორი, რომელიც ნებისმიერ გამოცდას გაუძლებს. ისინი პირველივე შეხვედრაზე იღებენ ინიციატივას საკუთარ თავზე. მორიელები მიჩვეულნი არიან სიტუაციის გაკონტროლებას, ამიტომაც ვერ იტანენ პარტნიორისგან წინააღმდეგობას.

მშვილდოსანი
თავგადასავლური სტილი. მშვილდოსნებს ყველაფერი უჩვეულო და არასტანდარტული უყვართ, პარტნიორსაც ასეთს არჩევენ. მათთვის იდეალურია თამამი ადამიანი, რომელსაც რომანტიკა უყვარს. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, ყველაფერი სპონტანურად მოხდეს და ამ ნიშნის წარმომადგენლებს ნამდვილად დაიპყრობთ.

თხის რქა
სრულყოფილი სტილი. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია ემოციური და ფინანსური სტაბილურობა. მათ სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მათთან ერთად გაიზიარებს სამყაროს ნებისმიერ სიამოვნებას. თხის რქებს არ სჩვევიათ ხანმოკლე გრძნობებით თამაში, აგებენ ხანგრძლივ და მყარ ურთიერთობებს.

მერწყული
ფრთხილი სტილი. წარმოუდგენლად თავისუფალი და ცოტათი გარყვნილი მერწყულები გაგაოცებენ სითამამით. მაგრამ ეს პირველივე შეხვედრაზე როდი გამოვლინდება. რა თქმა უნდა, ძნელია, ვერ შენიშნო ამ ნიშნის კრეატიულობა. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ ისინი გულქვები არიან, მაგრამ ეს ასე არ არის. უბრალოდ, მათთვის რთულია ვინმეს შეყვარება, მაგრამ თუკი ეს მოხდა, სიცოცხლის ბოლომდე თქვენთან იქნებიან.

თევზები
მგრძნობიარე სტილი. ეს ძალიან მგრძნობიარე ნიშანია, და როგორც წესი, სჩვევია საკუთარი თავის შეცოდება. ამ თვისებით ხშირად ბოროტად სარგებლობენ სხვა ადამიანები. თევზები ძალიან ერთგულნი არიან, და პარტნიორის გასახარებლად მზად არიან, მთები გადააბრუნონ. მაგრამ მათ არ იციან დაშორება, თუ რაიმე არ აწყობთ, უბრალოდ გაქრებიან.