მარწყვის ბურახი - გემო, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

მარწყვის ბურახი - გემო, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
თუკი უკვე გაგისჯინჯავთ, დაგვეთანხმებით რომ ეს სასმელი მართლაც უგემრიელესია. თუ მარწყვის ბურახი არასდროს დაგილევიათ, FPAPARAZZI-ი გასწავლით როგორ მოამზადოთ იგი.
საჭირო მასალა:
  • 250 გ მარწყვი
  • 700 მგ წყალი
  • 2-3 ს.კ შაქარი
  • 0,5 ჩ.კ ლიმონმჟავა
  • ქიშმიში

მომზადება:
მარწყვს დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გამორთეთ და აცადეთ გაგრილება 15-20 წუთით. დაუმატეთ შაქარი და ლიმონმჟავა. კარგად მოურიეთ, რომ გრანულები ბოლომდე გაიხსნას. შემდეგ წვენი საწურით გადაწურეთ, ჩაასხით ბოთლებში და აცადეთ ოთხის ტემპერატურამდე გაცივება. შემდეგ თითო ბოთლში ჩააგდეთ 5-6 ცალი ქიშმიში. შემდეგ კვასი მოათავსეთ ოთხის ტემპერატურაზე ბნელ ადგილას 3-5 დღით. კვასი მზადაა, როდესაც ქიშმიშები ბოთლის ზედაპირზე მოექცევა, ბუშტები გაჩნდება და სასმელი სპეციფიურ სასიამოვნო გემოს შეიძენს. შემდეგ შედგით ბოთლები მაცივარში 4-5 დღით და გემრიელად მიირთვით.