ჩემი კანი და თმა ასეთი ლამაზი და სრულყოფილი არასდროს ყოფილა. 10 რჩევა ლამაზმანებისთვის!
თითოეული ქალბატონი ოცნებობს, გამოიყურებოდეს მუდამ ლამაზად და მიმზიდველად. საბედნიეროდ, ამის მისაღწევად სულაც არ არის საჭირო რეგულარულად ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. ფორმაში ყოფნა და მრავალი წლით ახალგაზრდობის შენარჩუნება შესაძლებელია სახლის პირობებში უმარტივესი, თანაც ძალიან იაფი საშუალებების დახმარებით.
''Fpaparazzi''-ის რედაქციამ სპეციალურად თქვენთვის, ჩვენი მკითხველისთვის მოაგროვა ძალზედ სასარგებლო რჩევები, რომელთა წყალობით თქვენ ყოველთვის შეუდარებელ ფორმაში იქნებით.
კანის მოვლა სახლის პირობებში
ამ 10 სასარგებლო რჩევის დახმარებით თქვენი ვიზუალი ყოველთვის შეუდარებელი და სრლყოფილი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება დაქალებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან.
''Fpaparazzi''-ის რედაქციამ სპეციალურად თქვენთვის, ჩვენი მკითხველისთვის მოაგროვა ძალზედ სასარგებლო რჩევები, რომელთა წყალობით თქვენ ყოველთვის შეუდარებელ ფორმაში იქნებით.
კანის მოვლა სახლის პირობებში
- შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება
გახსენით 2 სუფრის კოვზი მარილი 250 მილილიტრ წყალში. ხსნარი უნდა იყოს მაღალკონცენტრირებული. ჩაალბეთ მარილის წყალხსნარში პირსახოცი და დაიფინეთ ის სახეზე 10 წუთით. შეშუპება უკვალოდ გაქრება! - სქელი და ლამაზი ტუჩები
იმისათვის, რომ თქვენი ტუჩები ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდეს, რეგულარულად ისარგებლეთ ცხიმიანი კრემით ან ლოსიონით. მიანიჭეთ უპირატესობა ვაზელინს ან ზეითუნის ზეთს. გარდა ამისა, ტუჩების მოსავლელად და მათ დასარბილებლად არაჩვულებრივი საშუალებაა რბილი კბილის ჯაგრისი. იკეთეთ ტუჩების მასაჟი 1 წუთის განმავლობაში პირადი ჰიგიენის ამ ნივთით. - მბზინვარე კანი
თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ, არსებობს ერთი მარტივი, იაფი და წარმოუდგენლად ეფექტური საშუალება მის დასატენიანებლად. გაინაწილეთ მცირეოდენი ზეითუნის ზეთი სახის კანზე და იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით 7 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ 5 დღეში ერთხელ. - გამონაყარი
თუ თქვენ აკნემ თავი მოგაბეზრათ, მიმართეთ თაფლს დახმარებისთვის. წაისვით ეს ნატურალური პროდუქტი გამონაყარზე თხელ ფენად და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რა თქმა უნდა, მხოლოდ თაფლის გამოყენებით პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, თუმცა ეს პროდუქტი შეამცირებს კანის გაღიზიანებას და დააჩქარებს მკურნალობის პროცესს. - დაუპატიჟებელი მუწუკი
ბამბის დისკზე დაიტანეთ მცირეოდენი თვალის წვეთები და მოათავსეთ ის მაცივარში 5 წუთით. დაიფინეთ ეს საშუალება მუწუკზე და გაიჩერეთ რაც შეიძლება დიდხანს. ის ნაკლებად შესამჩნევი გახდება. - მაკიაჟის მოშორება
ეს ყველაზე ბიუჯეტური საშუალებაა მაკიაჟის მოსაშორებლად. შეურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთი და არაგაზირებული მინერალური წყალი თანაფარდობით 1:3. ეს საშუალება ეფექტურად აშორებს წყალგამძლე მაკიაჟსაც და ატენიანებს ჩვენს კანს. - ჩაზრდილი, ჩაბრუნებული თმა
არსებობს ერთი ძალზედ მარტივი და იაფი საშუალება, რომელიც მარტივად გაუმკლავდება ჩაბრუნებლ თმას. პატარა ზომის ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში 1 ცაის კოვზი საკვები სოდა, ამავე რაოდენობით შვრიის ფანტელები და 1 სუფრის კოვზი წყალი. კარგად გადაურიეთ. მიღებული საშუალება წაისვით კანის პრობლემურ მონაკვეთზე და გაიჩერეთ 5 წუთით. - ტომრების მოშორება თვალების გარშემო არსებული კანიდან
1 ჭიქა წყალში ან ჩაიში ჩაამატეთ 1 ჩ.კ საკვები სოდა და კარგად მოურიეთ. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ ბამბის დისკი. დაიფინეთ ის ტომრებზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ პროცედურის შემდეგ რეკომენდირებულია დამატენიანებელი კრემის გამოყენება. - მბზინვარე და ძლიერი თმა
გასაოცარი ნიღბის დასამზადებლად, რომელიც თქვენს თმას დამატებით მოცულობას, ბზინვარებასა და სიმტკიცეს მიანიჭებს, თქვენ დაგჭირდებათ: 1 მწიფე ბანანი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი ჩაის ჭიქა (100 მლ) ლუდი. თითოეული ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში და მიღებული ერთგვაროვანი პასტისებრი მასა წაისვით მთელ თმაზე. გაიჩერეთ ნიღაბი 1 ან 2 საათით, ხოლო შემდე დაიბანეთ თმა ჩვულებისამებრ. - გრძელი წამწამები
შეურიეთ ერთმანეთში ნახევარი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი და 3 წვეთი ლავანდის ეთერზეთი. მიღებული ნარევი წაისვით წამწამებზე კოსმეტიკური ფუნჯის გამოყენებით და დაიტოვეთ მთელი ღამით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ. თქვენ წამწამები საოცრად გრძელი და მოცულობითი გახდება!
ამ 10 სასარგებლო რჩევის დახმარებით თქვენი ვიზუალი ყოველთვის შეუდარებელი და სრლყოფილი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება დაქალებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან.