გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში 2-ჯერ და თმის ცვენის პრობლემა წარსულში დარჩება!

გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში 2-ჯერ და თმის ცვენის პრობლემა წარსულში დარჩება!
განურჩევლად ასაკისა და სქესისა, თმის ცვენამ თითოეული ადამიანი შეიძლება შეაწუხოს. ეს უსიამოვნო მოვლენა უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული: ჭარბი რაოდენობით სტრესი, თმის არასწორი მოვლა, ჰორმონალური დისბალანსი და ა.შ.

გარდა ამისა, თმის ცვენამ შეიძლება სეზონურადაც იჩინოს თავი, როდესაც ადამიანის ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების მიმართ. ასეთ დროს აუცილებელია ვიტამინების მარაგის შევსება ორგანიზმში.

ყოველთვის, როდესაც თმის ცვენის პრობლემა შეგაწუხებთ, გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და თევზის ქონით. კვების რაციონში ამ ცვლილებების შეტანის პარალელურად გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ ეს საოცრად ეფექტური ნიღაბი, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ. სასიამოვნო შედეგს თქვენ უკვე პირველი პროცედურის შემდეგ იხილავთ.

თმის ცვენის საწინააღმდეგო საოცრად ეფექტური ნიღაბი

ინგრედიენტები:
  • 1 კვერცხი;
  • 1 მწიფე ბანანი;
  • 1 ს.კ თაფლი;
  • 0,5 ჭიქა ლუდი;
  • 2 წვეთი ლავანდის ან როზმარინის ეთერზეთი.

მომზადება და გამოყენება:

  1. პატარა ზომის ჭურჭელში ჩანგლის გამოყენებით მოამზადეთ ფაფისებრი მასა მწიფე ბანანისგან. ჩაამატეთ მასში მოცემული რაოდენობით თაფლი, ლუდი, კვერცხი, ეთერზეთი და კარგად გადაურიეთ.

  2. მიღებული მასა წაისვით ტენიან თმაზე და თავის კანზე. 5 წუთის განმავლობაში იკეთეთ თავის კანის მასაჟი თითის ბალიშებით. ამ პროცედურის შემდეგ დაიფარეთ საშხაპე ქუდი ან შემოიხვიეთ თმაზე პირსახოცი და გაიჩერეთ ნიღაბი დაახლოებით 1 საათით.

  3. 1 საათის შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.

ბანანი - კალიუმის, A, C და E ვიტამინების ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი წყარო, რომელსაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს თმაზე. კვერცხი საოცრად სასარგებლო პროდუქტია, რომელიც წარმოადგენს A, D, E და B ჯგუფის ვიტამინების დიდ წყაროს. კვერცხი სტიმულირებს თმის ზრდის პროცესს. გარდა ამისა, ლეციტინი, რომელიც ჭარბადაა ამ პროდუქტში, აძლიერებს ჩვენს თმას და სძენს მას დამატებით ბზინვარებას.

ლუდი წარმოუდგენლად სასარგებლოა ჩვენი თმისთვის! ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ჩვენი თმის სიჯანსაღისთვის. გარდა ამისა, უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ეს სასმელი აჯანსაღებს თავის კანს, არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას, გვეხმარება ქერტლის მოშორებაში, გაღიზიანების მოხსნაში და ა.შ.

თაფლი თმის მოსავლელი ყოველი მეორე ნიღბის განუყოფელი ნაწილია, რადგან ამ ნატურალურ პროდუქტს საუცარდ სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს თმაზე და თავის კანზე. ის აძლიერებს, არბილებს, აჯერებს, ატენიანებს ჩვენს თმას და აჩქარებს მისი ზრდის პროცესს. რაც შეეხება ლავანდისა და როზმარინის ეთერზეთს, ისინი აღადგენს დაზიანებულ თმას და აჩერებს თმის ცვენას.

გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს! არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის.