ქირურგ პიროგოვის მუმიის საიდუმლო, ანუ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

ქირურგ პიროგოვის მუმიის საიდუმლო, ანუ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
უკრაინულ სოფელ ვიშნიაში, ქალაქ ვინნიცასთან ახლოს, უჩვეულო მავზოლეუმი მდებარეობს: საგვარეულო სარკოფაგში, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიაში მსოფლიოში ცნობილი მეცნიერის , ლეგენდარული ქირურგის, ნიკოლაი პიროგოვის ბალზამირებული ნეშტი ინახება - 40 წლით მეტი, ვიდრე ლენინის მუმია. მეცნიერებმა დღემდე ვერ ამოხსნეს რეცეპტის საიდუმლო, რომლითაც პიროგოვის ნეშტის მუმიფიკაცია მოხდა. ადამიანები მოდიან მის სათაყვანებლად, როგორც სიწმინდესთან, და დახმარებას სთხოვენ. ვინნიცური ნეკროპოლი უნიკალურია: მსოფლიოს არცერთ მავზოლეუმში არ ინახება მუმია ასეთ კარგ მდგომარეობაში 100 წელზე მეტ ხანს.



ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მუმიის ასეთი შენარჩუნების საიდუმლო - მათი კოლექტიური ლოცვასა და გარდაცვლილის მიმართ სწორი დამოკიდებულებაში იმალება. მის ახლობლად საუბარი მიღებული არ არის, ლოცვა ძალიან დაბალ ხმაზე მიმდინარეობს.



ადამიანებს სწამთ, რომ სიცოცხლეშივე ექიმის ხელებს ღვთაებრივი ძალა მართავდა. პიროგოვის სახლ-მუზეუმის თანამშრომელი ამბობს: ”როდესაც პიროგოვი ოპერაციას ატარებდა, ნათესავები მისი კაბინეტის წინ მუხლებზე დგებოდნენ. ერთხელ, ყირიმის ომის დროს ფრონტზე ჯარისკაცებმა ჰოსპიტალში ამხანაგი მოიყვანეს, რომელსაც თავი ჰქონდა მოკვეთილი: ”ექიმი პიროგოვი მიაკერავს!” - სწამდათ მათ.



გამოჩენილმა ქირურგმა, ნიკოლაი პიროგოვმა 10 000-მდე ოპერაცია ჩაატარა, ომის დროს ასობით ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა, შექმნა წითელი ჯვრის საზოგადოება, საფუძველი დაუდო ახალ მეცნიერებას - ქირურგიულ ანატომიას. მან პირველმა გამოიყენა ეთერული ნარკოზი ოპერაციისას. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მშობლიურ სოფელში გაატარა, სადაც უფასო კლინიკა გახსნა და პაციენტებს თავად იღებდა. ბალზამირების თემა მას ძალზედ აინტერესებდა.



არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც, თავად პიროგოვმა მოისურვა საკუთარი სხეული ბალზამირება გარდაცვალების შემდეგ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ნიკოლაი პიროგოვი ზედა ყბის სიმსივნით გარდაიცვალა. მისთვის დიაგნოზისა და სწრაფი სიკვდილის მოახლოვების შესახებ ცნობილი იყო, თუმცა არავითარი ანდერძი არ დაუტოვებია. ბალზამირება მისმა ქვრივმა, ალექსანდრამ გადაწყვიტა. ამისათვის მან მოთხოვნა გააგზავნა წმინდა სინოდში, და როდესაც ნებართვა მიიღო, პიროგოვის მოსწავლეს, ვიდოვცევს - ბალზამირების თაობაზე სამეცნიერო ნაშრომის ავტორს მიმართა თხოვნით.



მეცნიერებმა არაერთხელ სცადეს პიროგოვის სხეულის ბალზამირების საიდუმლოს ამოხსნა, თუმცა მათ მხოლოდ სიმართლესთან მიახლოვება შეძლეს. ვინნიცის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი კოსტიუკი ამბობს: ”ვიდოვცევის ზუსტი რეცეპტი დღემდე ცნობილი არ არის. მხოლოდ ის ვიცით, რომ ბალზამირებისას მან სპირტი, თიმოლი, გლიცერინი და დისტილირებული წყალი გამოიყენა. მისი მეთოდი იმით არის საინტერესო, რომ პროცედურისას მან მხოლოდ რამდენიმე კვეთა მოახდინა, შინაგანი ორგანოების ნაწილი კი - ტვინი და გული, ადგილზე დარჩა”.



მუმია, შესაძლოა დღემდე ვერ შენარჩუნებულიყო: ХХ საუკუნის დასაწყისში ცნობილი ისტორიული მოვლენების გამო, მასზე დროებით დაივიწყეს. 1930-იან წლებში ყაჩაღებმა კუბოს ჰერმეტული სახურავი დაამსხვრიეს და პიროგოვის ჯვარი და ხმალი მოიპარეს. სარკოფაგში მიკროკლიმატი დაირღვა, და როდესაც 1945 წელს სპეციალურმა კომისიამ მუმია გამოიკვლია, დადგინდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ლენინის სახელობის მოსკოვის ლაბორატორიამ მუმიის რებალზამირება გადაწყვიტა. რეაბილიტაციას მუზეუმის სარდაფში, 5 თვის განმავლობაში ცდილობდნენ. მას მერე რებალზამირებას 5-7 წელიწადში ერთხელ უტარებენ. შედეგად, პიროგოვის მუმია ლენინის მუმიაზე გაცილებით კარგ მდგომარეობაში ინახება.