კარიესის შეჩერება შესაძლებელია! ეს 5 ნაბიჯი თქვენს კბილებს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს

კარიესის შეჩერება შესაძლებელია! ეს 5 ნაბიჯი თქვენს კბილებს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს
კარიესი კბილებზე ყალიბდება პირის ღრუში გარკვეული ტიპის ბაქტერიების განვითარების შედეგად. ისინი აწარმოებენ მჟავას, რომელიც ანადგურებს კბილის ემალს და უდიდეს ზიანს აყენებს ღრძილებს.

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ კარიესის განვითარების შეჩერება შეუძლებელია, თუმცა ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, დევიდ ვულფის რწმუნებით, კარიესის მკურნალობა სავსებით შესაძლებელია სპეციალური ბურღის დახმარების გარეშე. აი როგორ ხდება ეს...

1. დაივიწყეთ შაქრის შესახებ
თუ თქვენ ამჩნევთ, რომ კბილებზე კარიესი გიჩნდებათ, დაუყონებლივ ამოიღეთ კვების რაციონიდან შაქარი. ეს პროდუქტი არაჩვეულებრივი საკვებია პირის ღრუში არსებული მავნე ბაქტერიებისთვის. ჩაანაცვლეთ ის ხილით, რათა ორგანიზმა არ მოგთხოვოთ დამატებითი რაოდენობით გლუკოზა.



2. მიიღეთ დიდი რაოდენობით ბოჭკოები
იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ კარიესის განვითარება და არ მისცეთ მას მასშტაბური ფორმების მიღების საშუალება, აუცილებელია კვების რაციონში ბოჭკოებით გამდიდრებული პროდუქტების ჩამატება. მიირთვით რაც შეიძლება დიდი სიხშირით წითელი თევზი, ლობიო, თხილეული, ავოკადო, ზეითუნის ზეთი, გოგრის თესლები და ისპანახი.



3. გამოივლეთ პირის ღრუში ქოქოსის ზეთი
უკვე მრავალი წელია, რაც ამ პროდუქტს პირის ღრუს დეზინფექციისთვის გამოიყენებენ. ითვლება, რომ ქოქოსის ზეთი თავიდან გვარიდებს კარიესის განვითარებას და გვერხამრება ორგანიზმის დეტოქსიკაციაში.



4. ფტორის მარაგის შევსება ორგანიზმში
ყველაზე ადვილად ორგანიზმი ამ ბუნებრივ მინერალს სასმელი წყლიდან ითვისებს. ფტორირებული წყლის მიღება საუკეთესო საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისთვის.



5. განსხვავებული ტემპერატურის მქონე პროდუქტები
სხვადასხვა ტემპერატურის საკვების ან სითხის მიღების შედეგად კბილის ემალი საგრძნობლად სუსტდება და ჩნდება ბზარები, რის შედეგადაც კარიესის განვითარების რისკი რამდენჯერმე იზრდება.



იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია!