დაამარცხეთ კარიესი და აღიდგინეთ კბილის ემალი რამდენიმე უმარტივესი პროცედურით!

დაამარცხეთ კარიესი და აღიდგინეთ კბილის ემალი რამდენიმე უმარტივესი პროცედურით!
იმ ფაქტის მიმართ, რომ კარიესის მკურნალობა შესაძლებელია დამოუკიდებლად სახლის პირობებში, ადამიანების უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი. მერწმუნეთ, ეს შესაძლებელია!

რა იწვევს კბილის ემალის განადგურებას?

კარიესი გამოწვეულია ჩვენს ორგანიზმში საკვები ნივთიერებების ბალანსის დარღვევით. კბილის ჯანმრთელობა და სიჯანსაღე დამოკიდებულია არა სტომატოლოგზე და ფტორზე, არამედ სწორ კვებაზე.

სინამდვილეში, ფტორი არ აძლიერებს ჩვენს კბილებს, ის ჩვენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ჟურნალ ''The Lancet Neurology''-ში დაბეჭდილი კვლევის შედეგების თანახმად, ფტორიდი ჩამატებულია ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების სიაში.

მიუხედავად ამისა, სტომატოლოგების უმრავლესობა კარიესის სამკურნალოდ გვთავაზობს ფტორის მეთოდის გამოყენებას. კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თანამედროვე ბაზარზე არსებული კბილის პასტების უმრავლესობა ამ მავნე ელემენტს შეიცავს.

კბილის ემალის განადგურება შეიძლება განაპირობოს უამრავმა პაქტორმა. მათ შორის:
  • ცხიმში ხსნადი ვიტამინების დეფიციტი (A და D ვიტამინი);
  • გადამუშავებული პროდუქტების მიღება;
  • ჰორმონალური დისბალანსი;
  • ორგანიზმში მინერალების დეფიციტი.

დიეტა ფიტინის მჟავის მაღალი შემცველობით - საუკეთესო გამოსავალი კარიესის წინააღმდეგ საბრძოლველად. ფიტინის მჟავას ვხვდებით მარცვლეულში, თხილეულში და ლობიოში.

თუ თქვენი სურვილი კბილის ემალის გაჯანსაღებაა, მიირთვით A, D, E და K ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. გარდა ამისა, აუცილებელია ყოველდღიურად მიიღოთ საკმარისი რაოდენობით მინერალები: კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი და ა.შ.

მიირთვით დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველი პროდუქტები, რადგან ეს ნივთიერება სტიმულირებს პირის ღრუში ნერწყვის გამომუშავებას და ამ გზით იცავს ჩვენს კბილებს განადგურებისგან.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს:

  • მიირთვით ყველი და რძემჟავის შემცველი პროდუქტები ყოველდღიურად.
  • კვირაში ერთხელ მიირთვით ძვლების ბულიონი.
  • ყოველ დილით დაიმუშავეთ კბილები კარგად ქოქოსის ზეთით.
  • კბილების გასახეხად გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური პასტები.

ხალხურ მედიცინაში კარიესის სამკურნალოდ ხშირად გამოიყენებენ ლიმონის ცედრის თეთრ რბილობს. მოაგროვეთ ლიმონის კანის თეთრი ნაწილი და მათი გამოყენებით კარგად გაიიხეხეთ კბილები. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 7 დღის განმავლობაში.

კბილის ემალის აღდგენა შესაძლებელია გააქტივებული ნახშირითაც. სამკურნალო ნარევის დასამზადებლად დაფქვით ნახშირის 2 ან 3 აბი და დაასხით მას იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. მიღებული საშუალება დაიტანეთ კბილის ჯაგრისზე და კარგად გაიხეხეთ კბილები დღეში 3-ჯერ.

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება კარიესის დასამარცხებლად და პირის ღრუს გასაჯანსაღებლად ჩაის ხის ზეთია, რომელიც ფლობს ანტისეპტიკურ თვისებებს. 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში ჩაამატეთ 2 ან 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი და გამოივლეთ ის პირის ღრუში. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ხანმოკლე დროში თქვენ გაიჯანსაღებთ კბილის ემალს, დაამარცხებთ კარიესს, გაანადგურებთ პირის ღრუში ბინადარ მავნე ბაქტერიებს და სამუდამოდ დაივიწყებთ პირში უსიამოვნო სუნის შესახებ.

გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის.