ძველი მსოფლიოს ყველაზე თავნება და უმოწყალო ქალღმერთები

უძველეს დროს ადამიანები ღმერთებს ეთაყვანებოდნენ, მათ კეთილდღეობას ევედრებოდნენ. მაგრამ ყველა ღმერთი როდი იყო გულმოწყალე. უამრავ სარწმუნოებაში სწორედ ქალური საწყისი მიიჩნეოდა შავ-ბნელად, ამიტომაც იყვენ ისეთი ქალღმერთებიც, რომლებიც ხალხში სიკვდილისა და უბედურების ასოციაციას იწვევდნენ.
კალი (ინდოეთი)

ინდოელი ღმერთებიდან ყველაზე შავ-ბნელი - კალი გახლდათ. ლეგენდის თანახმად, ბოროტმა დემონმა მაჰიშამ დაიპყრო სამყარო, ღმერთებმა კი მის მეტოქედ უძლეველი ქალღმერთი შექმნეს. კალიმ დაამარცხა დემონი და მისი ურიცხვი ჯარი, მაგრამ ეიფორიაში მყოფმა ქალღმერთმა შეჩერება ვერ მოახერხა და ანადგურებდა ყველაფერს, რაც გზაზე ეღობებოდა. მხოლოდ შივამ შეძლო ეშმაკობის გამოყენებით მისი შეჩერება.
ინდოელები ქალღმერთს შემაშინებლად გამოსახავენ. კალის კანის ფერი ლურჯი ან შავია - კოსმოსის სიმბოლო, სადაც ყველაფერი უკვალოდ ქრება. 4 ხელი - მსოფლიოს 4 მხარეა. ერთ ხელში დამარცხებული მტრის თავი უჭირავს, მეორეში - ხმალი. მას თავის ქალისგან დამზადებული სამკაული ამშვენებს.
ქალღმერთის ტაძრის სახელწოდება საფუძვლად დაედო ქალაქ კალიგჰატის სახელს (ინგლისურად კალკუტა).
ჰეკატე (ძველი საბერძნეთი)

ძველბერძნულ მითოლოგიაში ყველაზე შავ-ბნელად მთვარის შუქისა და ჯადოქრების ქალღმერთს - ჰეკატეს მიიჩნევდნენ. მას სამი სახით გამოსახავდნენ, რაც 3 სტიქიის მართვას (წყალი, ცეცხლი და ჰაერი) ნიშნავდა, და 3 ადამიანური ციკლით - დაბადებით, სიცოცხლითა და სიკვდილით. ჰეკატეს ბნელ გამოქვაბულებში ლეკვებს სწირავდნენ.
ჰელი (სკანდინავია)

ჰელი იმქვეყნიური ცხოვრების ქალღმერთი იყო. ლეგენდების თანახმად, ყველა, ვინც ომში იღუპებოდა და ვალგალაში ვერ ხვდებოდა, ჰელჰეიმის სამეფოში მიემართებოდა. ჰელი ბოროტი ღმერთის, ლოკისა და გოლიათი ქალის, ანგრბოდის ქალიშვილი იყო. ქალღმერთს უზარმაზარ ზომებში გამოსახავდნენ. მისი სხეულის ერთი ნაწილი ჩვეულებრივი იყო, მეორე კი - მიცვალებულის მსგავსი - თეთრი, ლურჯი ლაქებით.
იშტარი (ბაბილონი)

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მითოლოგიაში იშტარს სხვადასხვა ”ფუნქცია” ჰქონდა. მას სიყვარულის, ნაყოფიერების, ომის და ჩხუბის ქალღმერთად მიიჩნევდნენ. იშტარს ეთაყვანებოდნენ, როგორც მეძავებისა და ჰომოსექსუალისტების მფარველს, ამიტომაც ქალღმერთის მშობლიურ ქალაქ ურუკს ”წმინდა კურტიზანელების ქალაქს” უწოდებდნენ. მაგრამ მათ, ვინც ქალღმერთს მოსწონდა, წყევლა არ ასცდებოდა: ადამიანები კვდებოდნენ, ცხოველები კი ბუნებრივ ძალას კარგავდნენ და შინაურდებოდნენ.