როგორ დავამწნილოთ პომიდორი პარკებში სულ რამდენიმე დღეში?

როგორ დავამწნილოთ პომიდორი პარკებში სულ რამდენიმე დღეში?
ამ რეცეპტით პომიდვრის მწნილი რამდენიმე დღეში უკვე მზადაა, თანაც მისი მომზადება უფრო მარტივია. ამიტომ შეგირჩიათ FPAPARAZZI-ის რედაქციამ ეს რეცეპტი.
საჭირო მასალა:
  • პომიდორი 1 კგ
  • მარილი 1 ს.კ
  • შაქარი 1 ჩ.კ
  • ნიორი- 1-2 თავი

მომზადება:
აუცილებელია შეარჩიოთ ერთი ზომის პომიდვრები, რათა ყველა მათგანი ერთროულად დამწნილდეს.
პომიდვრები გარეცხეთ, მოაჭერით ყუნწები და ჩაალაგეთ პარკში. დაამატეთ დაჭერით ნიორი და კამა (შეგიძლიათ კამის თესლიც გამოიყენოთ), შაქარი და მარილი. კარგად შეკარით ცელოფანის თავი და აურიეთ პომიდვრები. შემდეგ პომიდვრიანი პარკი კიდევ ერთ ცელოფანში მოათავსეთ და დადგით თბილ ადგილას. პერიოდულად პარკი შეანჯღრიეთ. რამდენიმე დღეში თქვენს სუფრას უგემრიელესი პომიდვრის მწნილი დაამშვენებს.
გემრიელად მიირთვით.