ანგას ტომის მუმიები: სხეულის ”შებოლვის” შოკისმომგვრელი პრაქტიკა

ანგას ტომის მუმიები: სხეულის ”შებოლვის” შოკისმომგვრელი პრაქტიკა
ადამიანების უმეტესობისთვის მუმიები ძველ ეგვიპტესთან ასოცირდება, მაგრამ მუმიფიკაციის პრაქტიკას მსოფლიოს უამრავი კულტურაში გადიოდნენ. სავარაუდოდ, ყველაზე უჩვეულო ხერხს ანგას ტომის მაცხოვრებლები იყენებენ (პაპუა ახალი-გვინეას რეგიონი ასეკი). მათში მიღებულია ცხედრის ჩამოკიდება ღია ცის ქვეშ, ისე რომ ცხედარმა კარგად ”დაინახოს” ადგილი, სადაც მისმა ცხოვრებამ განვლო.



სხეულის მუმიფიცირებისთვის, მისგან სითხეს გამოდევნიან. ძველი ეგვიპტელები ამ პროცესისთვის მარილსა და სუნელის განსაკუთრებულ ნარევს იყენებდნენ. ანგას ტომელები კი მეტად ჰუმანურები გამოდგნენ - ისინი სხეულს ცეცხლზე ”აშრობენ”.



მუმიფიკაციის პროცესი საზარლად გამოიყურება და შესაძლოა, ჩვენში აღშფოთება და გულის რევის შეგრძნება გამოიწვიოს. ანგას ტომელები სპეციალურ ჭრილობებს ტოვებენ მუხლებზე, იდაყვებსა და ქუსლებზე. ჭრილობებში ბამბუკის წკნელებს ათავსებენ, სითხე უფრო სწრაფად რომ დაიწრიტოს. იმავე პროცედურას ატარებენ კუჭზეც. სხეულის მუმიფიკაციისთვის მომზადების პროცესს 1 თვე სჭირდება. გვამისგან მიღებულ ელექსირს ადგილობრივები იყენებენ როგორც სამკურნალო მალამოს. მათ სწამთ, რომ ამ მალამოს წასმით თავიანთი თანატომელის ძალას იღებენ.



ანგას ტომის მუმიებზე პირველი ინფორმაცია ევროპელებმა 1917 წელს მიიღეს ჩარლს ჰაგინსონის მოხსენებისას. ის გახდა პირველი მკვლევარი, რომელმაც ტომის უჩვეულო ტრადიციაზე შეიტყო. მეცნიერი ირწმუნებოდა, რომ ეს ადამიანები უმოწყალო და უგულოები არიან.



მას მერე, რაც სხეული ყველა მოსამზადებელ ეტაპს გაივლის, მას ოხრას უსვამდნენ. მუმიფიკაციის პრაქტიკა 1949 წლამდე გადიოდა, სანამ ტომს მისიონერები არ ესტუმრნენ. მუმიებს დღემდე იცავენ დასახლების მცხოვრებლები, მათ პერიოდულად რესტავრაცია უტარდება. განსაკუთრებული მოვლის წყალობით, მუმიები დღემდე შესანიშნავად შენარჩუნდა, ე.ი. განსვენებულების სულებს შეუძლიათ მშვიდად იყონ.