ალუბლის შტრუდელი

ალუბლის შტრუდელი
FPAPPARAZI-ი გთავაზობთ ალუბლის შტრუდელის რეცეპტს და გირჩევთ, ნამცხვარი ამ სეზონზე ახალი ალუბლით მოამზადოთ, ხოლო ზამთარში გაყინული ხილი გამოიყენოთ.
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 50გ დარბილებული კარაქი
  • 50 მლ წყალი
  • 2ს.კ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილი

გულსართისთვის:
  • ზეთი
  • 500 გ უკურკო ალუბალი
  • 3 ს.კ შაქარი
  • 2 ს.კ ფქვილი

მომზადება:
კვერცხი ათქვიფეთ ერთ მწიკვ მარილთან , ვანილთან და შაქართან ერთად, დაუმატეთ წყალი და თქვიფეთ მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ დაამატეთ დარბილებული კარაქი (ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს მასა აიჭრა, მაგრამ არ შეშინდეთ, ასე უნდა იყოს) და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. ცომს დააფარეთ თავზე და გააჩერეთ 40 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ცომი გააბრტყელეთ ძალიან თხლად. წაუსვით ცოტა ზეთი, დააწყვეთ ზედ ალუბლები, მოაყარეთ შაქარი, ცოტა ფქვილი და გადაახვიეთ რულეტივით. ბოლოები ფქვილით დაუფიქსირეთ რომ არ გაიხსნას.
რულეტი გადაიტანეთ ცხიმწასმულს ქაღალდზე, ზემოდან წაუსვით კვერცხის გული და რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ. შემდეგ კი შედგით 210 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი რულეტი შეაგრილეთ და ცოტა ხნით ტილოში შეახვიეთ. დაჭრამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა. მიირთვით ნაყინთან ერთად.
შეგიძლიათ რულეტი ვაშლითაც გამოაცხოთ, ძალიან უხდება ხაჭოც.
გემრიელად მიირთვით.