ჩინეთის დიდი კედელი: დრაკონი, რომელიც სანაპიროს იცავს

ჩინეთის დიდი კედელი დამსახურებულად მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ დამცავ ნაგებობად კაცობრიობის ისტორიაში. ეს გახლავთ მსოფლიო მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი, რომელიც 2 ათას წელზე მეტი ხნის წინ ააშენეს ჩ.წ.ა. მე-7 საუკუნეში. დიდი კედლის აშენებაში უდიდესი წვლილი ჩინეთის პირველ იმპერატორს, Qin Shi Huang მიუძღვის. მისი მიმდევრები (დინასტია Ming-ის ჩათვლით) ამდიდრებდნენ ნაგებობის სიმძლავრეს მანამ, სანამ კედელი მსოფლიოში უდიდესი არ გახდა. ყველაზე თვალწარმტაცად კედლის ის მხარე მიიჩნევა, რომელიც ბოხაის ზღვაზე გადის. უზარმაზარ ურჩხულთან გარეგნული მსგავსების გამო, ამ ადგილმა სახელწოდება, ”დრაკონის ძველი თავი” (Laolongtou) ეწოდა.

კედელი Laolongtou 1597 წელს, დინასტია Ming-ის მმართველობის დროს აიგო. კედლის ამ ნაწილმა ქალაქი იაპონელი ჯარისგან დაიცვა 1904 წელს, მაგრამ დაწილობრივ დაინგრა დაბომბვის შედეგად. 1980 წელს ხელისუფლებამ კედლის რესტავრაცია მოახდინა და უწინდებური იერსახე დაუბრუნა.

გარდა თავად კედლისა, ამ ადგილას ასევე აღდგენილი ტაძარი მდებარეობს, რომელიც ზღვის ქალღმერთის პატივსაცემად ააგეს. აღსანიშნავია, რომ რესტავრატორებმა დაადგინეს, რომ თავდაპირველად ყველა ნაგებობის კედლები ძალიან ძლიერი ნარევისგან იქნა აშენებული, რომელიც წებოვანი ბრინჯის, ქვიშისა და მიწისგან შედგებოდა.