ნატურალური საშუალება, რომელიც სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას აფერხებს

ნატურალური საშუალება, რომელიც სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას აფერხებს
სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს; სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება ონკოლოგია. იმისდა მიხედვით თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან. სიმსივნის სამკურნალოდ იყენებენ ქირურგიულ, სხივურ და სამკურნალწამლო საშუალებებს, აგრეთვე მათ სხვადასხვანაირ კომბინაციას. მკურნალობის მეთოდების შერჩევისას მხედველობაში მიიღება სიმსივნის ლოკალიზაცია, ხასიათი (შენება), სტადია და მრავალი სხვა ფაქტორი. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ საშუალებას და თან გირჩევთ, რომ ამ რეცეპტის გამოყენება არ შეიძლება ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუმცა მათ, ვისაც ექიმებმა მკურნალბაზე უარი უთხრეს, გირჩევთ აუცილებლად სცადეთ.



ინგრედიენტები:
  • არყის ხის კვირტები
  • კატაბალახას ძირები
  • ჯავზი
  • კაკლის უღელი
  • სპირტი
  • თაფლი


მომზადება და გამოყენების წესი:
  1. 50-50 გრამ არყის ხის კვირტებს, კატაბალახას ძირებს, ჯავზის კაკლის, კაკლის უღლის ნარევი კარგად დაფქვით, აურიეთ 500-500 გრამი სპირტი და თაფლი
  2. მოათავსეთ მინის ქილაში, დადგით ბნელ ადგილას 14 დღის განმავლობაში.
  3. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი სამჯერ დღეში.


ექიმის კომენტარი: არყის ხის კვირტები მდიდარია ეთერზეთებით, ფისებით, ბეტულორიტინის მჟავით, ფლავონოიდებით, საპონინებით, ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავებით. ასევე იმუნომოდულატორული ეფექტი აქვს თაფლს, ჯავზს, კაკლის უღელს. კაკლის უღელის ნაყენს ასევე აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. რამდენად ეფექტიანი იქნება ეს კომბინაცია სიმსივნური პათოლოგიების დროს ვერ გეტყვით, რადგან მკვეთრად გამოხატული სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ამ კომპონენტებში აღნიშნული არ არის.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"