ეს მარტივი საშუალება თქვენს სარეცხ მანქანას ობისგან დაიხსნის. ეფექტი გაგაოცებთ!

ეს მარტივი საშუალება თქვენს სარეცხ მანქანას ობისგან დაიხსნის. ეფექტი გაგაოცებთ!
ერთ მშვენიერ დღეს თქვენ საკუთარ სარეცხ მანქანაზე ობის კვალს შენიშნავთ, რომელიც აზიანებს და ნელ-ნელა ანადგურებს მას. სამწუხაროდ, დაგროვილი ობის მოშორება არც თუ ისე მარტივია... სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია დროულად შესაბამისი ზომების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ობი იმდენად ღრმად ჩაჯდება თქვენი სარეცხი მანქანის ძნელად მისაღწევ ადგილებში, რომ მისი მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.

იმისათვის, რომ გაანადგუროთ სარეცხ მანქანაში დაგროვებული ობის სოკო და თავიდან აირიდოთ მომავალში მისი წარმოქმნა, აუცილებელია შექუმნათ სოკოს არახელსაყრელი პირობა ზრდა-გამრავლებისთვის. იცოდით, რომ ობს ძალიან არ უყვარს მჟავა გარემო, მაღალი ტემპერატურა და სიმშრალე?

ეს მარტივი საშუალება თქვენს სარეცხ მანქანას ობისგან დაიხსნის. ეფექტი გაგაოცებთ!

თქვენ დაგჭირდებათ:
  • თხევადი სარეცხი საშუალება (უმჯობესია ქლორის შემცველობით);
  • 2 ხელსახოცი ან ღრუბელი;
  • რეზინის ხელთათმანები;
  • 25 გ ლიმონმჟავა.

ინსტრუქცია:

  1. უბრალო ხელსახოცის ან ღრუბლის დახმარებით ზედაპირულად გაწმინდეთ სარეცხი მანქანა დაგროვებული ჭუჭყისგან.
  2. აიღეთ ნებისმიერი თხევადი სარეცხი საშუალება და დაამუშავეთ სარეცხი მაქნაქის პრობლემური ზედაპირი, სადაც ობი ჭარბად გროვდება.
  3. დახურეთ სარეცხი მანქანის კარები და მოითმინეთ 2 საათით.
  4. ამ დროის გასვლის შემდეგ ვაყენებთ სარეცხ მანქანას გავლების რეჟიმზე და ვრთავთ.
  5. მას შემდეგ, რაც სარეცხი სითხე მთლიანად გამოირეცხება მანქანიდან, მოაბნიეთ ბარაბანში ლიმონმჟავა და ჩართეთ ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე რეცხვის რეჟიმი.

ამ პროცედურის დახმარებით თქვენი სარეცხი მაქნანა ახალივით იბრწყინებს!