მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელ ართროზის მრკუნალობა ხალხური რეცეპტით

მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელ ართროზის მრკუნალობა ხალხური რეცეპტით
კოქსართროზი მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელ ართროზს ნიშნავს და საყრდენ-მამოძრავებელის სისტემის დისტროფიულ დაავადებებს შორის უდავო ლიდერად ითვლება. ზოგჯერ მას „მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოპოროზსაც“ უწოდებენ. დაავადების გამოწვევი მიზეზი, სამწუხაროდ, ბევრია. ამიტომაც ეს პათოლოგია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. თუმცა სტატისტიკის მიხედვით კოქსართროზით უმეტესად მაინც 40 წელს გადაცილებულნი ავადდებიან. საწყის სტადიაზე კოქსართროზი წარმატებით ინკურნება მიზანმიმართული არაოპერატიული პროცედურების საშუალებით , თუმცა პაციენტების უმრავლესობა უგულებელჰყოფს ამ სეგმენტში არსებულ პირველად დისკომფორტს და მის აღმოფხვრას მედიკამენტოზური გზებით ცდილობენ. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ არყის ხის ფოთლებით მკურნალობას, რომელიც საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას, მოგიხსნით ტკივილებს.

მომზადების და გამოყენების წესი:
  1. არყის ფოთლები დაორთქლეთ მდუღარე წყლის ორთქლით, შემდეგ სველივე გაახვით დოლბანდის ან ტილოს ნაჭერში და დაიფინეთ მტკივან სახსარზე.
  2. შეიხვიეთ მშრალი ნაჭრით და გაიჩერეთ რამდენიმე საათი.
  3. ასეთი პროცედურები ჩაიტარეთ 10 ჯერ.
  4. ასევე სახსრებზე, ხერხემალსა და სისხლძარღვებზე ძალიან კარგად მოქმედებს წყლის პროცედურები.


ექიმის კომენტარი: არყის ხის ფოთლები, კვირტი, ქერქი და მერქანი შეიცავს სამკურნალო ნივთიერებებს, რომლებიც არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. დადგენილია, რომ არყის კვირტები შეიცავს ჯერ კიდევ მცირედ შესწავლილ ოფლმდენ და შარდმდენ ნივთიერებებს, აგრეთვე არომატულ ეთერზეთებსა და ფისს. შარდმდენი ეფექტი აღინიშნება თირკმელების გაღიზიანების გარეშე, რასაც ზოგ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
არყის ფოთლებზე მოხვედრილი მავნე ბაქტერიები 3 საათის განმავლობაში იხოცება. არყის მერქნისა და ქერქის მშრალი გამოხდით მიიღება მუქი სითხე - ხის რომელიც ვიშნევსკის ცნობილი მალამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს მალამო ფართოდ გამოიყენება წყლულებისა და ჭრილობების სამკურნალოდ. ხის კუპრი, თავისი სამკურნალო თვისებების გამო ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში ეგზემისა და კანის სხვა დაავადების დროს.
ფოთლებისა და კვირტების სპირტიან ნაყენს იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევისას, თირკმელების პათოლოგიების დროს, აგრეთვე პარაზიტი ჭიების (ასკარიდების) მოსაშორებლად.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"