პოლიპების მკურნალობა სახლის პირობებში - გამოცდილი ხალხური რეცეპტით
პოლიპები ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიური წარმონაქმნია. ის ქრონიკული ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება. მათი საყვარელი ადგილებია ყელი, ყური, ცხვირი, საჭმლის მომნელები ტრაქტი, სასქესო ორგანოები. ყველაზე დიდი საშიშროება მათ უნარს - ავთვისებიან, სიმსივნურ ქსოვილად გადაგვარებას - უკავშირდება. ამიტომ გვირჩევენ მათ დროულ მკურნალობას და განადგურებას. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს პოლიპების მოსაშორებლად.
ინგრედიენტები:
მომზადება და გამოყენების წესი:
ექიმის კომენტარი: აბზინდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს მწარე გლიკოზიდებს - აბსინტინს და ანაბსინტინს, ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, ფიტონციდებს, ალკალოიდებს, ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს. აბზინდის პრეპარატები ასტიმულირებს კუჭ-ნალავის ტრაქტის ფუნქციონირებას, აძლიერებს ნაღველის გამოყოფას და აუმჯობესებს საჭმელის მონელებას. გარდა ამისა, მას გააჩნია ბაქტერიოციდული ეფექტი. აბზინდით მკურნალობა აჩქარებს წყლულების შეხორცებას, აქვს ანტიანთებითი ეფექტი, ასტიმულირებს გულის კუნთის ფუნქციას. ალოე ასევე მდიდარია მრავალგვარი ბიოაქტიური ნივთიერებებით და შესაბამისად მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტით ხასიათდება: აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი, ქსოვილთა აღმდგენი, ქრონიკული წყლულების შემახორცებელი, ნაწლავთა პერისტალტიკის გამაძლიერებელი მოქმედება.წიწაკაც ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ჯირკვლების სეკრეციულფუნქციას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.ამ კომპონენტთა კომბინაცია უთუოდ ეფექტიანი იქნება არაერთი დაავადების სამკურნალოდ. თუმცა ნაყენის გამოყენებას არ გირჩევთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადების დროს.
ინგრედიენტები:
- აბზინდა
- არყის ხის კვირტები
- ალოე
- მწარე წითელი წიწაკა
- არაყი
მომზადება და გამოყენების წესი:
- თითო სუფრის კოვზ აბზინდას, არყის ხის კვირტებს, წვრილად დაკეპილ 1 საშუალო ზომის ფოთოლს, მწარე წითელი წიწაკის ოცთეთრიანის ზომის კანის
- ნაჭერს დაასხით 0,5 ლიტრი არაყი, 10 დღე დააყოვნეთ, შემდეგ გაწურეთ
- მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3 ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- ნაყენი მიღებისას უნდა გახსნათ მცირე რაოდენობის წყალში ( 1 სუფრის კოვზი ნაყენი - 3 სუფრის კოვზი ქყალზე).
- ერთი კურსი წამლის 2 ბოთლია. წიწაკა ამ რეცეპტის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, მის გარეშე წამალს შედეგი არ ექნება.