სხვადასხვაგვარი პოლიპების სამკურნალო, ხალხური და ეფექტური რეცეპტები.
პოლიპები - ლორწოვანი გარსების სიმსივნისმაგვარი ჰიპერპლაზიური ( უჯრედოვანი ელემენტების ჭარბი წარმოქმნა ) წარმონაქმნია; ვითარდება ქრონიკული ანთებითი პროცესების შედეგად.
პოლიპები შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ორგანოში, სადაც არის ლორწოვანი გარსი - იქნება ეს კუჭი, ნაწლავები, ნაღვლის ბუშტი თუ საშვილოსნოს ყელი. პოლიპები შეიძლება იყოს ერთეული და მრავლობითი ( ამ შემთხვევაში საუბრობენ პოლიპოზზე ).
პოლიპების მიზეზი ზოგჯერ მემკვიდრეობითი ხასიათიაა; რასაკვირველია მნიშვნელოვანია ცხოვრების წესი, კვება, გადატანილი ან მიმდინარე დაავადებები. პოლიპები შესაძლოა თან ახლდეს გასტრიტებს, კოლიტებს, გინეკოლოგიური სფეროსა და თირკმლის დაავადებებს.
ხშირად პოლიპების გამოვლენა ხდება მხოლოდ პაციენტის რაიმე სხვა დაავადების მკურნალობის დროს გამოკვლევის შედეგად. მაგრამ შესაძლებელია პოლიპების გამონაზარდების აღმოჩენა კუჭ - ნაწლავის ტრაქტში - განავალი ხდება არამდგრადი, ლორწოვანი, ზოგჯერ სისხლიანიც; ზედამუცლის სფეროში ან მის ქვემოთ შეიგრძნობა ყრუ ტკივილი.

- ამჟამად ესოდენ პოპულარული ქრისტესისხლათი მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც არის ბალახის ნაყენით ან მალამოთი უშუალო შეხების საშუალება, ანუ ოყნების გამოყენება პოლიპების დროს სწორ ნაწლავში, პოლიპების არსებობისას ცხვირ-ხახაში და ა.შ. მაგრამ ქრისტესისხლას მიღება შინაგანადაც შეგიძლიათ. დოზირება ასეთია: 1 ჩ/კ - 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. შესვით მცირე ყლუპებით 3 -4 -ჯერ დღეში ჭამის წინ.
გთავაზობთ სხვა ხალხურ საშუალებებს პოლიპების სამკურნალოდ: - სწორი ნაწლავის პოლიპოზის დროს სასარგებლოა ერთი ან სამდღიანი შიმშილობის ფონზე ჩაიტაროთ მკურნალობა შემდეგი ნაკრებით : 3 - 3 წილი ქრისტესისხლას ბალახისა და გრაკალას ყვავილების, 2 -2 წილი გულყვითელას ( კალანდულას ) ყვავილების, კრაზანისა და ყანის ბირკის ბალახების, 1 წილი ნარისა. ყოველივე ეს აურიეთ ერთმანეთში. 1 ს/კ ნარევს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 3 სთ, გაწურეთ. გაიკეთეთ მიკროოყნები 50 მლ ნაყენიდან დაძინებამდე 1 სთ-ით ადრე. მკურნალობა გააგრძელეთ გამოჯანსაღებამდე.
- ქალის სასქესო ორგანოებში პოლიპებისას მოკრიფეთ მუხის ყვავილები მისი ყვავილობის დროს ( შეგიძლიათ გაახმოთ სიბნელეში და შეინახოთ ზამთარში მკურნალობისთვის ). აიღეთ 2 ს/კ ყვავილები, დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, ადუღეთ 5 წთ. დააყენეთ 3 - 4 სთ, გაწურეთ. შეავსეთ ამომშრალი წყალი. გაიკეთეთ გამორეცხვა.
პოპილების მოსაცილებლად კიდევ ერთ რეცეპტს შემოგთავაზებთ: - ცხვირში პოლიპების დროს კარგი საშუალებაა ქრისტესისხლას ნაყენით გამორეცხვა. ავიღოთ ქრისტესისხლას ბალახი ( ახალი ან გამხმარი ), დავაქუცმაცოთ და შევავსოთ ნედლეულით ნახევარლიტრიანი ქილის მესამედი. შემდეგ შევავსოთ ქილა მდუღარე წყლით ბოლომდე და მჭიდროდ დავახუროთ სახურავი; გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე და გავწუროთ. ამ ნაყენით უნდა გამოვირეცხოთ ცხვირი, შევისრუტოთ სითხე ცხვირის ნესტოებში ხელისგულიდან რაც შეიძლება ღრმად და მოვიშოროთ ის პირიდან ( არ ჩაგვეყლაპოს ). ერთ პროცედურაზე ჩავიტაროთ 4 -5 გამორეცხვა. იგივე ნაყენი უნდა მივიღოთ შინაგანადაც:
30 მლ 3-ჯერ დღეში 15 წთ-ით ადრე ჭამამდე, მკურნალობის კურსი 5 დღეა, 2 დღე - დასვენება. მთლიანობაში კარგი იქნება, თუ 4 -5 კურსს ჩავიტარებთ. მთავარია არ გავცივდეთ და არ დავუშვათ ავადმყოფობის გამწვავება.