შრიალა-ბალახის თესლის რძე გასახდომად! - უძლიერესი რეცეპტი, გარანტირებული შედეგებით!

შრიალა-ბალახის თესლის რძე გასახდომად! - უძლიერესი რეცეპტი, გარანტირებული შედეგებით!
შრიალა-ბალახის თესლი მდიდარია არა მხოლოდ ვიტამინებითა და მინერალებით, არამედ ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნასაც, ასევე გვეხმარება გახდომაში. ამასთანავე ის არ შეიცავს ლაქტოზას. ამ სტატიაში FPAPARAZZI-ს რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოამზადოთ რძე შრიალა-ბალახის თესლისგან და იმის შესახებ, თუ რითია ის სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ამ ბალახის თესლი ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში, რადგანაც ის მდიდარია ფერმენტებით და საკვები ნივთიერებებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ის შედგება 16,6% ცილებისგან და 11,8% უჯრედისისგან, რომლებიც აიოლებს საჭმლის მომნელებელ პროცეს.
ის ასევე შეიცავს სალიცილის მჟავას, მჟაუნმჟავას და ანთების საწინააღმდეგო ფერმენტებს, რომლებიც ღვიძლის, თირკმელების და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას აუმჯობესებს.უკანასკნელ წლებში აქტიურად ხდება საკვებში შრიალა-ბალახის თესლის რძის გამოყენების პოპულარიზაცია.

შრიალა-ბალახის თესლის საკვები ფასეულობები.
შრიალა-ბალახის თესლი შეიცავს 7 ჯერ მეტ კალიუმს ვიდრე ბანან და უფრო მეტ კალციუმს ვიდრე უცხიმო რძე.
ნახევარ ჭიქა შრიალა-ბალახის თესლის შემცველობაში შედის:
  • 831 მგ კალიუმი
  • 236 მგ კალციუმი
  • 431 მგ მაგნიუმი
  • 112 მგ ფოლიუმის მჟავა


შრიალა-ბალახის თესლის ყოველი 100 გრამი შეიცავს:
  • ნახშირწყლებს: 55,8 გ
  • ცილებს: 13 გ
  • ცხიმებს: 5,2 გ


შრიალა-ბალახის თესლის რძის სასარგებლო თვისებები
მასში შემავალი საკვები ნივთიერებების შეთვისება ორგანიზმის მიერთ საუკეთესოდ ხდება მაშინ, თუკი თესლისგან რძეს დავამზადებთ.
აი რატომაა ის სასარგებლო:
  • ის შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ცილებს
  • გვეხმარება სითხის შეკავებასთან გამკლავებაში, რასაც შარდმდენი თვისებების წყალობით ახერხებს
  • მასში შემავალი ლიპაზის ფერმენტები ორგანიზმის მიერ ცხიმების დონის ნორმალიზების სტიმულირებას ახდენენ და საშუალებას იძლევიან გამოიდევნონ ბუნებრივი გზით.
  • ის სეიცავს ამინომჟავებს, რომლები ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას აადვილებს.
  • ის რეკომენდირებულია შაქრიანი დიაბეტის, პოდაგრის, წყლულების და შეშუპების მქონდე ადამიანებისათვის.
  • ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და ამაღლებს სასარგებლო ქოლესტერინის დონეს.
  • ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით ის ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და აფერხებს ნაადრევ დაბერებას.
  • აკონროლებს არტერიულ წნევას და აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარებას..
  • წმენდს ღვიძლს და თირკმელებს და აუმჯობესებს მათ ფუნქციას.
  • აუმჯობესებს სისხლსი მიმოქცევას.
  • აფერხებს ინფექციების განვითარებას შარდმდენ არხებში და კურნავს შარდის ბუშტისა და თირკმელების ანთებას.
  • ებრძვის ციროზს, ღვიძლში ჰეპატოციტების რაოდენობის გაზრდის და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით.


მიიღეთ ის თუკი გახდომა გსურთ.
იმის წყალობით, რომ ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ეს რძე რეკომენდირებულია მათვის ვისაც გახდომა სურს. მასში შემავალი ფერმენტები ორგანიზმიდან ცხიმებს გამოდევნიან, ხოლო ამ რძის საკვებში რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ის საშუალებას იძლევა რამოდენიმე კილოგრამი მარტიად დაიკლოთ. გარდა ამისა, ის ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას უჯრედებში და ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში ეხმარებიან.




როგორ მოვამზადოთ რძე შრიალა-ბალახის თესლისგან?
ამ რძის დამზადება საკმაოდ მარტივი პროცესია, დამზადებული სითხე კი ყოველ დილით და დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
  • 6 სუფრის კოვზი შრიალა-ბალახის თესლი (60გ)
  • 1 ლიტრი წყალი


მომზადების წესი:
  1. ჩაყარეთ 6 სუფრის კოვზი თესლი, წყლიან ქვაბში და დააყენეთ მთელი ღამის მანძილზე.
  2. შემდეგ დილას გადაღვარეთ წყალი და ათქვიფეთ თესლი ერთ ლიტრ თბილ წყალში ბლენდერის დახმარებით.
  3. მარლის გამოყენებით კიდევ ერთხელ გაფილტრეთ მიღებული ნაზავი.




გაამახვილეთ ყურადღება!
  1. თუკი თქვენ გახდომა გსურთ მიიღეთ ნაყენი ერთი ჭიქის ოდენობით უზმოზე, ხოლო მეორე ჭიქა ძილის წინ.
  2. ის წარმოადგენს ძლიერ შარდმდენ საშუალებას, რომელიც დაგროვებული სითხისგან სწრაფად განთავისუფლებაში დაგეხმარებათ.
  3. მიირთვით რძე ნატურალური სახით, ნუ დაუმატებთ მას შაქარს, თაფლს ან ნებისმიერ სხვა დამატკბობელს. მისი შერევა ნებადართულია მხოლოდ ხილთან და ბოსტნეულთან.
  4. ძალიან მნიშვნელოვნია კარგად გაფილტროთ რძე და მოაშოროთ ჩენჩნო, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს ნაწლავვის ანთება ან სხვა უსიამოვნო გაღიზიანება.
  5. ზოგიერთ მაღაზიაში და აფთიაქში შრიალა-ბალახის თესლი იყიდება დაფხვნილ მდგომარეობაში, რაც საშუალებას იძლევა მისგან უფრო სწრაფად დაამზადოთ რძე.
  6. თუმცა ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ შრიალა-ბალახის თესლი ნატურალურ მდომარეობაში.
  7. ვინაიდან ეს რძე მნცენარეული წარმომავლობისაა, ის არ შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ის არ გამოიწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს.