ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების გაწმენდის მარტივი ხალხური რეცეპტი!
წელიწადის ყველა დრო თავისებურად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. რომ შევამსუბუქოთ წელიწადის სხვადასხვა დროის ნეგატიური სეზონური გავლენა, საჭიროა ვიცოდეთ როდის რომელი ორგანოა აქტიური. ზამთარში ჩვენს ორგანიზმში გროვდება დიდი რაოდენობით ლორწო, რასაც იწვევს მოხარშული, კონსერვირებული და ცხოველური ცხიმ-პროდუქტების მიღება. გაზაფხულის მზის სხივების გავლენით თბება და აქტიურდება ლორწო. აქტიურდებიან ასევე იქ მცხოვრები მიკრობებიც, ამიტომაცაა რომ, გაზაფხულზე იფეთქებს „მიძინებული“ დაავადებები. ამ დროს აუცილებელია ბალახების ნახარშის მიღება, ვეგეტარიანული კვება და ფიზიკური ვარჯიში. Fpaparazzi-ის რედაქცია გასწავლით ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების გაწმენდის მარტივ მეთოდს.
მომზადება და გამოყენების წესი:
ექიმის კომენტარი: შვრია ღირებული საკვები კულტურაა. ეს მცენარე უძველესი დროიდან გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და იყენებენ არა მარტო მარცვალს, არამედ მცენარის სხვადასხვა ნაწილს სიმწიფის სხვადასხვა ფაზაში. ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების და ვიტამინების ოპტიმალური რაოდენობით შემცველობა შვრიის მარცვალში ამ მცენარეს უნიკალურ სამკურნალო და დიეტურ პროდუქტად აქცევს. შვრიის ნახარში გამოიყენება ასთენიის, ვირუსული ჰეპატიტის, გასტრიტების ენტეროკოლიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. შვრია უნდა შეიტანონ რაციონში მათ, ვისაც აწუხებს ნერვიული სისტემის დაავადებები, ნაწლავის ატონია, გულის რიტმის დარღვევა.
მომზადება და გამოყენების წესი:
- 200 გრამი მწიფე შვრია კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 3 ლიტრი წყალი და როგორც კი დუღილს დაიწყებს, ცეცხლს დაუწიეთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 2 საათი.
- შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 12 საათი და გაწურეთ.
- მიიღებთ დაახლოებით 1,5 ლიტრ ნახარშს და იგი უნდა დალიოთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ასე მოიქეცით 40 დღე.
- მეორე კურსი ჩაიტარეთ მხოლოდ 2 წლის შემდეგ. ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებათ და თითქმის ყველა დაავადება უკან დაიხევს.