განსაკუთრებული პროცედურა, რომელიც ბეხტერევის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება

განსაკუთრებული პროცედურა, რომელიც ბეხტერევის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება
ეს სნეულება განკურნებულად ითვლება. მას იწვევს თირკმელთა დისფუნქცია, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მოუწესრიგებლობა, რომელთა სადინარიც გადავსებულია ქვებით, ძირითადი ცვლის დარღვევა.
ავადმყოფური მდგომარეობა იმით, რომ მალთაშუა დისკები, სახსრები და იოგები კარგავენ ელასტიურობას. შემაერთებელი ქსოვილიც ასევე ნაწილობრივ კარგავს ელასტიურობას მარილებისგან ლიმფის დაბინძურების გამო. ეს ყველაფერი იწვევს სისხლსა და ლიმფის მიმოქცევის, მათი თავისუფალი ცირკულაციის დარღვევას ხერხემლის გასწვრივ.
კუნთების რომლებიც უზრუნველყოფენ ხერხემლის მოძრაობას, იწყებენ შესუსტებული ძალით მუშაობას. ხერხემლის პროგრესირებადი გაშეშების, გახვევების გამო, იჭედება (იჭეჭყება) ნერვული დაბოლოებები, რაც ქმნის ორგანიზმში ახალ პრობლემებს.

მკურნალობის ამოცანა მდებარეობს იმაში, რომ მოაწესრიგოს თირკმელების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობა., გაწმინდოს სისხლი, ლიმფა მარილებისგან და გაათავისუფლოს მიჭყლეტილი ნერვები და მყესები.

შლაკებისაგან ორგანიზმის გასაწმენდად აუცილებლად უნდა დაიცვათ განსაკუთრებული დიეტა:
გადაარჩიეთ 1- 2 ს/კ ბრინჯი, გარეცხეთ და დაასხით წყალი ღამით ისე, რომ დაიფაროს ბრინჯი 1 - 2 სანტიმეტრით. დილით ბრინჯიანი ქვაბი დადგით ცეცხლზე. როგორც კი წყალი ადუღდება, გადაღვარეთ იგი, გარეცხეთ ბრინჯი, დაასხით ცივი წყალი და ისევ დადგით ცეცხლზე. ეს პროცედურა უნდა გააკეთოთ სამჯერ. მეოთხეჯერ ბრინჯი მოხარშეთ, გადაღვარეთ წყალი, შეაზავეთ კარაქით ან თაფლით და ჭამეთ.

შემდეგ დაასხით მდუღარე 5 - 7 ცალ ჭერამის ჩირს ( კურაგას ) , ერთი საათის შემდეგ ჩირი შეჭამეთ და ნაყენი დალიეთ. ოთხი საათის განმავლობაში არაფერი არ ჭამოთ, სადილის დროს კი შეიძლება ჭამოთ ყველაფერი, ხორციანი პროდუქტების გარდა. აუცილებელია ჩაი 125 მგ ნატრიუმის სალიცილატის ან ერთი ს/კ მისი 5 პროცენტიანი ხსნარის დამატებით. ვახშმის შედეგაც საჭიროა ასეთივე ჩაის დალევა.
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი