სიმსუქნისა და ცხიმების დაგროვების გამომწვევი ძირითადი მიზეზები და მათი გადაჭრის გზა.

სიმსუქნისა და ცხიმების დაგროვების გამომწვევი ძირითადი მიზეზები და მათი გადაჭრის გზა.
''ისევე, როგორც ჩემი უამრავი პაციენტი, საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში წელის არეზე დაგროვებული ცხიმოვანი ფენებისგან ვიტანჯებოდი . ამ პრობლემის გადასაჭრელად უამრავ საშუალებას მივმართე, თუმცა სრულიად უშედეგოდ... ვერაფრით ვიშორებთი ცხიმებს წელის არედან იქამდე, სანამ მათ გამომწვევ ძირითად მიზეზებს არ მივაგენი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჭარბცხიმიანობა გაწუხებთ და გსურთ ამ პრობლემისგან გათავისუფლება, პირველ რიგში, აუცილებლად შეისწავლეთ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მხოლოდ ამის შემდეგ იზრუნეთ მის გადაჭრაზე'' - ექიმი ნავაზ ჰაბიბი.

ცუდი მეტაბოლიზმი


იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ორგანიზმს დაკარგული აქვს ცხიმის საწვავის სახით გამოყენების ფუნქცია, ცხიმოვანი ფენები იწყებს დაგროვებას სხეულის განსაზღვრულ ნაწილებში. როდესაც სხეულის უჯრედები განიცდის საჭირო საკვები ნივთიერებების დეფიციტს, ცხიმის წვის პროცესი შეფერხებულად მიმდინარეობს. კარნიტინი და ვიტამინ B2 (რიბოფლავინი) - ორი უმნიშვნელოვანესი ნივთიერება, რომელიც ესაჭიროება ჩვენს უჯრედებს ცხიმის დასაწვავად.

ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად გამორიცხეთ კვების რაციონიდან მავნე, ანთებითი ცხიმები და ჩაანაცვლეთ ისინი სასარგებლო ცხიმებით. სასარგებლო ცხიმებით გამდიდრებული პროდუქტებია: თევზი, ქოქოსის ზეთი, ავოკადო და ზეითუნის ზეთი.

წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ზრდა-გამრავლება


ჭარბწონიანი ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც წელის გარშემო დაგროვილი ცხიმოვანი ფენებისგან იტანჯებიან, ხშირ შემთხვევაში დგანან ისეთი უსამოვნო პრობლემების წინაშე, როგორებიცაა: მუცლის ქონიკული შებერილობა, ყაბზობა და დიარეა. თითოეული ეს სიმპტომი დიდი ალბათობით წვრილ ნაწლავში გადაჭარბებული რაოდენობით ბაქტერიების არსებობაზე მეტყველებს.

რა იწვევს ბაქტერიების მოზღვავებას წვრილ ნაწლავში? არასწორად შედგენილი კვების რაციონი და კუჭის დაბალი მჟავიანობა. თუ თქვენ მკაცრ დიეტას იცავთ, თუმცა წონას მაინც ვერ იკლებთ, ეს ნიშნავს, რომ წვრილ ნაწლავში ჭარბი რაოდენობით ბინადარი ბაქტერიები იპარავენ საჭირო საკვებ ნივთიერებებს და ჩვენი სხეულის უჯრედები შესაბამისად ვეღარ იკვებება.

ჰორმონალური დისბალანსი


ადამიანები, რომლებიც ჰორმონალური დისბალანსისგან იტანჯებიან, როგორც წესი, დგანან ჭარბწონიანობისა და გაცხიმოვნების პრობლემის წინაშე, რაც სხვადასხვა ორგანოების დაქვეითებული ფუნქციონირებითაა განპირობებული. ამ პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალი ექიმითან კონსულტაციის გავლა და მისგან შესაბამისი დახმარების მიღებაა.

დიეტა ნახშირწყლებისა და შაქრის მაღალი შემველობით


არავისთვის წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ მაღაზიების თაროებზე შეძენილი პროდუქტების უმრავლესობა დიდი რაოდენობით შაქარსა და ნახშირწყლებს შეიცავს. სწორედ ასეთი პროდუქტების სიყვარულს მივყავართ სიმსუქნებდე და გაცხიმოვნებამდე. თუ გსურთ წელის არედან ცხიმოვანი ფენების მოშორება, პირველ რიგში, დაიყვანეთ მინიმუმამდე ყოველდღიურად მიღებული ნახშირწყლებისა და შაქრის რაოდენობა. უმჯობესი იქნება, თუ გადახვალთ ცილოვან კვებაზე.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. იზრუნეთ საკუთარ თავზე და გაუზიარეთ ეს ღირებული ინფორმაცია საკუთარ მეგობრებს!