დღეში 1 ჭიქა ეს საშუალება საკმარისია მუცლისა და წელის არედან ცხიმების მოსაშორებლად!

დღეში 1 ჭიქა ეს საშუალება საკმარისია მუცლისა და წელის არედან ცხიმების მოსაშორებლად!
პლიაჟის სეზონი კარს მოგადგათ, თუმცა კვლავ იტანჯებით მუცლისა და წელის არეზე დაგროვილი ცხიმოვანი ფენებისგან? არ ინერვიულოთ, რადგან ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ გაუმკვალვდეთ ამ აუტანელ პრობლემას მარტივად, მინიმალური ძალისხმევით. სანამ ამ ცხიმმწველი სასმელის შესახებ დეტალურად მოგითხრობთ, მინდა აქვე გითხრათ, რომ ცხოვრების მჯდომარე სტილისა და ფასტ-ფუდის სიყვარულის პარალელურად წონის დაკლება და მუცლიდან ცხიმის მოშორება წარმოუდგენელია!

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ძალზედ ეფექტურ სასმელს, რომელიც წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესს საგრძნობლად აჩქარებს. გარდა ყოველივე ამისა, ეს საშუალება გაგიწმენდთ ორგანიზმს ტოქსინებისგან და აგიჩქარებთ მეტაბოლიზმს.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 კიტრი;
  • 1 ლიმონი;
  • ახალი ჯანჯაფილი;
  • 8 ჭიქა გაფილტრული წყალი;
  • პიტნის რამდენიმე ფოთოლი;

პროცედურა:

პირველ რიგში, გაჭერით ლიმონი შუაზე და მოათავსეთ წყლით სავსე თასში. გათალეთ კიტრი, დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ ქვაბში ლიმონთან ერთად. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ პიტნის რამდენიმე ახალი ფოთოლი და დაფქული ჯანჯაფილი. მიღებული ნარევი მოათავსეთ მაცივარში 1 ღამით.

მიღების წესი:

მიირთვით ეს სასმელი ყოველ ჯერზე, როდესაც მოგწყურდებათ. გახდომის ამ კურს დაუმატეთ მცირეოდენი ფიზიკური ვარჯიშები და გადადით დაბალკალორიულ კვებაზე. ასე თქვენ კვირაში 3-4 კილოგრამის მოკლებას შეძლებთ!

საშუალება, რომელიც დღეს ჩვენმა რედაქციამ შემოგთავაზათ, მრავალჯერაა გამოცდილი და მისი ეფექტურობა ეჭვგარეშეა! იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები შეიკავეთ თავი ამ სასმელის მიღებიდან ან გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.

არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!