თირკმლის უკმარისობის 5 სიმპტომი, რომელსაც თქვენ სავარაუდოდ უყურადღებოდ ტოვებთ!
იმ შემთხვევაში, თუ ერთი ორგანოს ფუნქციონირება ირღვევა, ამ დროს მთელი ჩვენი ორგანიზმი შეფერხებულად მუშაობს. ეს ეხება თირკმელებსაც. ამ მნიშვნელოვანი ორგანოების გაუმართავი ფუნქციონირების დროს ფერხდება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის პროცესი, რასაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებამდე მივყავართ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თირკმლის უკმარისობის სიმპტომები, რათა დროულად მოვახდინოთ პრობლემის დიაგნოსტიკა და დროულად ვიზრუნოთ მის გადაჭრაზე.
თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:
იმისათვის, რომ გადაჭრათ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები და მოახერხოთ მისი ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა, აუცილებელია გარკვეული ცვილებების შეტანა თქვენი ცხოვრების სტილში. ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანსაღ კვებაზე გადასვლა.
თქვენთვის ასევე რეკომენდირებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება ყოველდღიურად, მათ შორის წყალი და წვენი, მაგალითად უშაქრო მოცვის წვენი. რეგულარულად დაკავდეთ ფიზიკური ვარჯიშით და შეეცადოთ რაც შეიძლება ხშირად გამოიყენოთ ისეთი პროდუქტები როგორებიცაა, შვიტას ბალახი, ოროვანდის ფესვები, ღვიის კენკრა.
თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:
- დაღლილობა
თირკმელები გამოყოფენ ერითროპოეტინს, ჰორმონს, რომელიც წითელი სისხლის უჯრედების ფორმირებას უწყობს ხელს, რომლებიც ჟანგბადის გადატანას უზრუნველყოფენ. ამგვარად, როდესაც ერითროციტების რაოდენობა მცირდება, შეიძლება თავი იჩინოს ანემიამ, რომელსაც ქრონიკულ დაღლილობამდე მივყავართ. - შეცვლილია შარდის ბუშტის ფუნქცია
როდესაც თირკმელები ცუდად ფუნქციონირებს, შარდვის სისტემა იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შესაძლოა გახშირებულ შარდვას განიცდიდეს, ასევე იცვლება შარდის შეფერილობაც: ის უფრო ფერმკრთალი ხდება. - შეშუპება
ვინაიდან თირკმელები ტოქსინების ვერ გამოდევნიან, ზედმეტი სითხე იწყებს დაგროვებას სხეულის ისეთ ნაწილებში, როგორებიცაა: სახე, ხელები, ფეხები, კოჭები და ტერფები. - გამომშრალი კანი, გამონაყარი და ქავილი.
იმ შემთხვევაში, თუ თირკმელის ფუნქცია დარღვეულია, ხდება სისხლში ტოქსინების დაგროევბა. ეს კანის გამოშრობას, ქავილის მუდმივ შეგრძნებას და გამონაყარს იწვევს. თქვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააიგნოროთ ეს სიმპტომი. გახსოვდეთ, მხოლოდ კრემით ამ პრობლემას ვერ გადაჭრით. - წელის ტკივილი
თირკმელების დარღვეულ ფუნქციონირებას ხშირად თან ახლავს წელის აუტანელი ტკივილი. ტკივილი იმ მხარეში უფრო მწვავეა, რომელ გვერდზეც გძინავთ.