ეგზემის მკურნალობა - ხალხური მედიცინის აღმოსავლური მეთოდებით
FPAPARAZZI-ს რედაქიას ხშირად მომართავენ თხოვნით მოვიძიოთ და დავამუშაოთ ამა თუ იმ დაავადების, ხალხური რეცეპტებით მკურნალობის საშუალებების შესახებ სტატიები. მათგან ძალიანიან დიდი ნაწილი სწორედ ეგზემის მკურნალობას ეხება. გადავწყვითეთ შემოგვეთავაზებინა კიდევ რამოდენიმე, განსხვავებული და საინტერესო მეთოდი ამჯერად ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდების მიხედვით.
- ხეპილპილა. აიღეთ ხეპილპილას 10-12 გრამ ფოთოლი. ნაყოფს დაასხით 100 მლ. ადუღებული წყალი. მიიღებეთ დღის განმავლობაში და დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 12 გრამს.
- ქლიავი. აიღეთ ნახევარ ჭიქა ღვინის ან ხილის ძმარი და ნახევარი ჭიქა ადუღებულ წყალი. წამოადუღეთ ერთად ემალის თავდახურულ ჭურჭელში. ჩაყარეთ მასში ერთი ჭიქა ახლადმოკრეფილი ქლიავის ფოთლები. ნახარში გაააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. გაცივების შემდეგ ნახარშში დაასველეთ მარლის ნაჭერი და დაიფინეთ ჩირქოვან ეგზემიან კანზე, 10 წუთის შემდეგ მოიხსენით და ჩამოირეცხეთ ანადუღარი წყლით. დაიდეთ კანზე გოგრის ბუძუნძღო (რბილი შიდა ნაწილი თესლების ირგვლივ) ან ძალიან წვრილად დაჭრილი სტაფილო. შემდეგ მოიხსენით ეს საფენიც და დაზიანებულ კანზე შეიზილეთ პროპოლისის მაზი.
- ბაღის გოგრა (კვახი). ეგზემის დროს დაზიანებულ კანზე ყოველდღე დაიდეთ გოგრის ბუძუნძღო, ვიდრე დაზიანებულ ადგილზე არ წარმოიქმნება სიწითლე და ახალი კანი. ამავდროულად აუცილებელია მივიღოთ გოგრა როგორც საჭმელი, იქნება ეს წვენის სახით, ფაფის სახით, შემწვარი თუ მოხარშული შაქართან ერთად.
- ზღვის წყალი. შემთბარი ზღვის წყალის წასმა კარგი საშუალებაა ეგზემის და კანის სხვა დაავადებებისათვის, იქნება ეს ქავილი, შესივება, თუ კანის სხვა დაავადებები.
- მაყვალი. ეგზემის დროს გამოიყენებენ მაყვლის ფოთლების სქელ ნახარშს. აიღეთ 5 სუფრის კოვზი მაყვლის გამხმარი დანაწევრებული ფოთლები ან ახალ ფოთლებს აადუღებთ ერთ ჭიქა წყალში. 20 წუთის შემდეგ გაწურეთ, დაასველეთ მასში დოლბანდი და დაიფინეთ დაზიანებულ კანზე. კარგია ამ საშუალების შერწყმა ორკბილას ნახარშთან ერთად. ორკბილას ნახარშს ამზადებთ შემდეგნაირად: ერთი სუფრის კოვზ ბალახს წამოადუღებთ ერთ ჭიქა ანადუღარ წყალთან ერთად 20 წუთის განმავლობაში. დალიეთ თბილ მდგომარეობაში.
ელეუტერინი. ამ მცენარეს აქვს მუქი ლილისფერი ბოლქვი. საჭირო წამალი მზადდება შემდეგნაირად: აიღეთ 10 გრამი ერთ მიღებაზე, დანაწევრებულ ბოლქვს დაასხით 200 მლ. წყალი, მოხარშეთ, გააჩერეთ 20 წუთი და დალიეთ ცხელი. ნახარში უნდა მივიღოთ დღეში ორჯერ, მაგრამ არა ღამით, რადგან იგი ენერგიის აღდგენის კარგი საშუალებაა და არ მოგცემთ ძილის საშუალებას.