ხალხური რეცეპტი გაციების სამკურნალოდ. დიდი ბებიების საიდუმლო!
ზამთარში და არა მხოლოდ, ბევრს აწუხებს გრიპისა და გაციების პრობლემა. იმისათვის, რომ მარტივად შეძლოთ ამ პრობლემის მოგვარება გაეცანით გრიპის სამკურნალო ხალხრ რეცეპტებს რომელიც სპეციალურად თქვენთვის FPAPARAZZI-ს რედაქციამ მოიძია.
- წყლის ლერწამი. ძლიერი გაცივების შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურისა და გართულებების დროს ხმარობენ ნაკრებს: წყლის ლერწმის ფესვები - 60 გრამი, იევლევის ცრემლის თესლი - 20 გრამი, ატამის თესლი - 15 გრამი, კვახის თესლი - 15 გრამი.
ლერწმის თესლსა და ფესვებს ანაწევრებენ, კარგად მოურევენ, ორი სუფრის კოვზ ნარევს დაასხამენ 300 მლ. ანადუღარ წყალს. შეფუთავენ, აყოვნებენ ერთ საათს. დღის განმავლობაში უნდა მივიღოთ 600 გრამი ნახარში ცხლად. თუ გაციება მიმდინარეობს ძლიერი ხველებით, მიიღეთ დამატებით ღამით 600 გრამი ნახარში თაფლთან ან მურაბასთან ერთად.
თუ ნარევის ყველა კომპონენტი არ მოგეპოვებათ, მაშინ უნდა შეჭამოთ 20 გრამი ლერწმის ფესვი დღეში სამჯერ და ერთხელ ღამით ისე რომ კარგად დავღეჭოთ. - ხურმა. ხველების დროს კარგია 2-3 ცალი მწიფე ხურმა. დღეში სამჯერ.
- ძირტკბილა. გაცივების დროს ძირტკბილას გამოყენების რამდენიმე სახე არსებობს.
- შევწვათ ძირტკბილას ფესვები. დავანაწევროთ ისინი. 2 სუფრის კოვზ ფესვებს დავასხათ 300 მლ. ადუღებული წყალი, 20 წუთის შემდეგ დავლიოთ ნახარშის ნახევარი, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ მეორე ნახევარი. საღამოს გავიმეოროთ.
- შეურიოთ ძირტკბილას ფხვნილი იმბირის ფხვნილთან თანაბარი რაოდენობით. მოვხარშოთ ერთ ჭიქა მდუღარეზე და დავლიოთ.
- გაცივების დროს სწრაფად გამოსაჯანმრთელებელი ნარევი: ძირტკბილას ფესვები - 10 ნაწილი, კენკეშა - 10 ნაწილი, დიდი ოროვანდი თესლი - 10 ნაწილი, ტრიხოზანტესის ფესვები - 10 ნაწილი. ბალახები შევურიოთ ერთმანეთში, დავაწვრილომანოთ. ავიღოთ ერთი სადესერტო კოვზი, დავასხათ 300 მლ ადუღებული წყალი. 25 წუთის შემდეგ დავლიოთ ნახარში თაფლთან ერთად. დღეში უნდა მივიღოთ არანაკლები ერთი ლიტრი.
- შევწვათ ძირტკბილას ფესვები. დავანაწევროთ ისინი. 2 სუფრის კოვზ ფესვებს დავასხათ 300 მლ. ადუღებული წყალი, 20 წუთის შემდეგ დავლიოთ ნახარშის ნახევარი, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ მეორე ნახევარი. საღამოს გავიმეოროთ.
- ქოჩორა ანუ პირველყვავილა. ძლიერი ხველის დროს იღებენ 7-8 გრამს დღეში. წვრილ, დანაწევრებულ ფესვებს სვამენ იმბირთან ერთად. 1 გრ. იმბირს 200 მლ. ანადუღარ წყალზე.
- ოშოშა. მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება მივიღოთ ოშოშას ნარევი რევანდთან და ასკილთან ერთად. ოშოშა - 5 გრ, რევანდის ფესვი - 10 გრ, ასკილი - 10 გრამი. ნარევი დავანაწევროთ. ავურიოთ თაფლს, გავაკეთოთ პატარა ბურთულები, დაახლოებით ხორბლის ზომის. მივიღოთ 7-10 ბურთულა იმბირის ნახარშთან ერთად ( 1 გრამი იმბირი 1 ჭიქა ანადუღარ წყალზე).
- ბობოწვერა. ეს მცენარე წარმოადგენს ძლიერ ბაქტერიოციდულ საშუალებას გაციების შემთხვევაში, ბრონქიტის ან პნევმონიის დროს. იღებენ ბობოწვერას ნახარშს თხილთან ან რძესთან ერთად. ნაყენის მისაღებად იღებენ 1/5 ჭიქა მშრალ დანაწევრებას. თხილის ნაჭრებს ასხამენ ადუღებულ წყალს ან რძეს, აყოვნებენ 20 წუთს. სვამენ ცხელს. ეს ნაყენი აღიზიანებს კუჭის გარსს და იწვევს წვას. ამიტომ უმჯობესია დავაყოლოთ წყალი ან კისელი.
- ქვაპურა. გრიპის დროს, როცა ტემპერატურა მაღალია, კარგად შველის ქვაპურას ფესვების ნარევი. იყენებენ ქვაპურას როგორც ფესვებს ასევე მის მიწისზედა ნაწილს. ქვაპურას ფესვი ან ბალახი (ჩაი-ხუ) - 12 გრამი, გარინას ფესვი - 5 გრამი. დღეღამური დოზა ასეთია: ორივე ფესვების ნარევ ერთ სუფრის კოვზს დავასხამთ 200 მლ. ადუღებულ წყალს. შევფუთოთ 30 წუთს. დავლიოთ ცხლად 2-3 ჯერ. კარგია თუ დავამატებთ იმბირის ცხელ ნახარშსაც.
- სალბი. ბრონქიტის დროს კარგ საშუალებას წარმოადგენს მომინანქრებულ ქვაბში ერთ ჭიქა რძეში სუფრის კოვზი სალბის ნახარში. სალბი იხარშება რძესთან ერთად დახურულ ჭურჭელში ნელ ცეცხლზე. შემდეგ გადაიწურება, ისევ წამოდუღდება და ისმევა ცხლად.
- ქატო. მდუღარე წყალში (1 ლიტრი) ჩავყრით 400 გრამ ქატოს. გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაციოთ, გავწუროთ. ვსვათ მთელი დღის განმავლობაში ცხლად. გემოს მისაცემად სასურველია დავამატოთ დამწვარი შაქარი.
- კვერცხი, კარაქი, ფქვილი. ერთმანეთში ურევენ ახალ კარაქს, ორი კვერცხის გულს, 1 ჩაის კოვზ ფქვილს, ორ ჩაის კოვზ თაფლს. მიღებულ მასას იყენებენ ბრონქიტისა და ხველების დროს, 4-5 ჯერ დღეში ჭამის წინ.
- ალოე. ნახევარ ლიტრ ღვინოში ჩავყაროთ 4 დიდი ფოთოლი ალოე, დავაყოვნოთ 4 დღეს. მივიღოთ ქრონიკული ბრონქიტის დროს თითო დესერტის კოვზით დღეში სამჯერ.
- ალოე თაფლით. ბრონქიტი შეიძლება განიკურნოს ასეც: 300 გრამ თაფლს დავამატოთ ნახევარი ჭიქა წყალი და წვრილად დაჭრილი ალოეს ფოთლები. დაახლოებით 3-4 ტოტი. ვხარშოთ ძალიან ნელ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში. გავაციოთ. შევინახოთ გრილ ადგილზე. მივიღოთ სუფრის კოვზი დღეში სამჯერ. ეს წამალი კარგია ბავშვებისთვის.