უმარტივესი ხალხური რეცეპტები სტენოკარდიის სამკურნალოდ
სტეონკარდია წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების ერთ - ერთ გამოვლინებას, რომელიც განპირობებულია კორონალური სისხლისმიმოქცევის დარღვევით. დაავადება ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა გულის კუნთი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის სისხლს, საკვებ ნივთიერებებს და განიცდის ჟანგბადოვან შიმშილს. ჩნდება ტკივილი მკერდში, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთს. ტკივილი შეტევითი ხასიათისაა, ხშირად გადარცემა მარცხენა ხელში, მარცხენა მხარში, ბეჭის ქვეშ. გულის ანგინისათვის განსაკუთრებით ტიპიურია ტკივილის გამოვლინება ავადმყოფის გასვლის შემდეგ თბილი შენობიდან სიცივეში. ზოგჯერ სტენოკარდიის შეტევა ითვლება უფრო საშიშად, რადგან მიუთითებს იმაზე, რომ დაავადება შორსწასულია და აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.
ხალხური რეცეპტები:
ხალხური რეცეპტები:
- სტენოკარდიის მკურნალობის დაწყების წინ რეკომენდებულია სამკურნალო შიმშილის 7 - 7- დღიანი 3 კურსის ( შემდგომი 7 - დღიანი აღდგენით ) ჩატარება. თუ სრული შიმშილი შეუძლებელია, მაშინ უნდა ჩაიტაროთ ნაწილობრივი შიმშილის კურსი, რომლის დროსაც იკვებოთ მხოლოდ თხილით, ნიგვზით, თაფლით, ხილით, ბოსტნეულით, ძირხვნეულით.
- სტენოკარდიით დაავადებულთათვის სასარგებლოა იასამფერას ყვავილების ჩაის სმა. ასეთი ჩაი უნდა სვათ მუდმივად, თავიდან თვემდე, დიდი ხნის განმავლობაში.
- სტენოკარდიის დროს სვით ასევე კუნელის ყვავილებისა და ფოთლების წვენი და სპირტიანი ნაყენი 50 -60 წვეთი 2 - 3 კვირის განმავლობაში.
- შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ნივრის ფაფა და თაფლი.დააყენეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, ბნელ, გრილ ადგილას, 7 დღე, ყოველდღიურად მოურიეთ. მიიღეთ თითო ს/კ 3 -ჯერ დღეში გულის იშემიური დაავადების, მაობლიტირებული ენდარტერიიტის, ვენების ვარიკოზული დაზიანების და ათეროსკლეროზის დროს.
- შროშანას ყვავილებს დააყარეთ შაქარი. სტენოკარდიის შეტევის დროს ჩაიდეთ ენის ქვეშ მუხუდოს მარცვლის ოდენობის და წუწნეთ.