7 ყველაზე მარტივი ვარჯიში, რომელიც ლამაზი საჯდომისა და ბარძაყების საწინდარია.

7 ყველაზე მარტივი ვარჯიში, რომელიც ლამაზი საჯდომისა და ბარძაყების საწინდარია.
ყველასთვის საყვარელი ზაფხულის სეზონი ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლიაჟებისა და ლამაზი საცურაო კოსტიუმების დრო მოდის, თუმცა ყველა ქალბატონი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის სხეულის საკუთარი ლამაზი ფორმებით... სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 7 უბრალო ვარჯიშს, რომელიც ლამაზი საჯდომისა და ბარძაყების მოპოვებაში დაგეხმარებათ.

1. ღრმა ჩაჯდომები

დაიჭირეთ წელი სწორად, ხოლო ფეხები დადგით მხრების სიგანეზე და მოხარეთ მუხლებში. ჩაჯექით რაც შეიძლება ღრმად. გააკეთეთ 10-12 ჩაჯდომა.

7 ყველაზე მარტივი ვარჯიში, რომელიც ლამაზი საჯდომისა და ბარძაყების საწინდარია.

2. ფეხების განზე გაწევა

დადექით ოთხზე, დაიჭირეთ წელი სწორად და მაქსიმალურად ჩაჭიმეთ მუცლის პრესი. წამოიღეთ ცალი ფეხი მოხრილ მდგომარეობაში გვერდულად და შემდგომ გაშალეთ ის. გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხისთვის.

გაიმეორეთ ეს ვარჯიში 15-ჯერ თითოეული ფეხისთვის.



3. ფოკუსირება ფეხებზე

დაწექით ზურგზე, ხელები მოათავსეთ იატაკზე, ხოლო ფეხები ამოწიეთ ზემოთ ისე, რომ ქუსლები ერთმანეთზე გქონდეთ მიერთებული. ამის შემდეგ გაწიეთ ფეხები განზე, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით.

გაიმეორეთ ეს ვარჯიში 15-ჯერ შეუსვენებლად.



4. წელისა და ფეხების ერთდროულად ამოწევა

ამ ვარჯიშის შესასრულებლად დაწექით იატაკზე ზურგით და სინქრონულად ამოწიეთ ტანი და ფეხები. შეეხეთ ხელის თითებით ფეხის თითებს.

გაიმეორეთ 10-15-ჯერ.

5. ფეხის უკან ამოწევა

დადქით ფეხები მხრების სიგანეზე, ხოლო ხელებით შემოირტყით დოინჯი წელზე და შეასრულეთ მსუბუქი ჩაჯდომა. შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და გამოწიეთ ცელი ფეხი უკან მაქსიმალურად.

გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-15 ჯერ თითოეული ფეხისთვის.



6. ფეხის მუხლში მოხრა

დადექით ოთხზე და დაიჭირეთ წელი სწორად. მაქსიმალურად ამოწიეთ ფეხი უკან და მოხარეთ მუხლში მთელი ძალით.

გაიმეორეთ ეს ვარჯიში 15-ჯერ თითოეული ფეხისთვის.



7. ხიდი

დაწექით ზურგზე და მოხარეთ ფეხები მუხლებში. ამოიწიეთ წელით ნელ-ნელა და მიაღწიეთ მაქსიმალურ წერტილს. ამ დროს საჯდომის კუნთი და ბარძაყები მაქსიმალურად უნდა ჩაჭიმოთ.

გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-ჯერ.