5 საუკეთესო ვარჯიში ლამაზი საჯდომისა და ბარძაყებისთვის. მოვემზადოთ ზაფხულისთვის!

5 საუკეთესო ვარჯიში ლამაზი საჯდომისა და ბარძაყებისთვის. მოვემზადოთ ზაფხულისთვის!
თითოეული ქალბატონი ოცნებობს გამოიყურებოდეს მიმზიდველად და სექსუალურად მოკლე კაბებში, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ფიგურა ამ ოცნების ახდენის საშუალებას არ გვაძლევს. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ საიდუმლოს, თუ როგორ მოიპოვოთ იდეალურად ლამაზი საჯდომი და ბარძაყები. ამისთვის თქვენ მხოლოდ დღეში რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.

როგორ გავივარჯოშოთ დუნდულები და ბარძაყები სწორად

1. ხიდი
დაწექით ზურგზე, დადგით ფეხები მხრების სიგანეზე და ამოწიეთ ბარძაყები იატაკის პარალელურად. შეასრულეთ სამი მისვლა, თითო მისვლაზე გაიმეორეთ ეს ვარჯიში 15-ჯერ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო:



2. წინ ნაბიჯი
დადგით ფეხები მხრების სიგანეზე და გაიკეთეთ დოინჯი. გადადგით მარჯვენა ფეხი წინ, ხოლო მარცხენა ფეხი გაწიეთ უკან ისე, რომ არ მოხაროთ მუხლი. ჩაიბუქნეთ მარჯვენა ფეხზე და შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით. შეასრულეთ სამი მისვლა, თითო მისვლაზე გაიმეორეთ ეს ვარჯიში 15-ჯერ. შეგიძლიათ შეასრულოთ ეს ვარჯიში პატარა ჰანტელების დახმარებით. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო:

[media=https://youtu.be/m_RYVmpWDq4]

3. ჩაჯდომები
დადქით ფეხები მხრების სიგანეზე, შეასრულეთ ღრმა ჩაჯდომი და არ გაიმართოთ ბოლომდე. წელი აუცილებლად დაიჭირეთ სწორად. შეასრულეთ სამი მისვლა, თითო მისვლაზე გაიმეორეთ ეს ვარჯიში 15-ჯერ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო:



4. მუხლში მოხრილი ფეხის ზემოთ აწევა
დადექით ოთხზე. ფეხები უნდა მოხაროთ მუხლებში ისე, რომ მიიღოთ 90 გრადუსიანე კუთხე. ამოწიეთ ცალი ფეხი მოხრილ მდგომარეობაში ზემოთ და დაუბრუნდით საწყის პოზიციას. შეასრულეთ ეს ვარჯიში ორივე ფეხისთვის. შეასრულეთ სამი მისვლა, თითო მისვლაზე გაიმეორეთ ეს ვარჯიში 15-ჯერ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო:



5. ფეხის განზე გაშლა
დადექით ოთხზე. მოხარეთ ფეხი ისე, რომ მიიღოთ 90 გრადუსიანე კუთხე და გაშალეთ განზე. შეასრულეთ სამი მისვლა, თითო მისვლაზე გაიმეორეთ ეს ვარჯიში 15-ჯერ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო:



შეასრულეთ ეს ვარჯიშები რეგულარულად და ძალიან მალე საკუთარი ლამაზი ფორმებით იამაყებთ! არ დაგავიწყდეთ ამ ვარჯიშების მეგობრებისთვის გაზიარება!