გასტრიტის სახეობები, სიმპტომები და ხალხური რეცეპტები მათ სამკურნალოდ!

გასტრიტის სახეობები, სიმპტომები და ხალხური რეცეპტები მათ სამკურნალოდ!
გასტრიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები. ბავშვებში გასტრიტი დამახასიათებელია ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პროცესში (5-6, 9-12 წლის ასაკში).



გასტრიტის სახეობები:
  • ზედაპირული გასტრიტი (მიმდინარეობს მხოლოდ ლორწოვანი გარსის ანთება);
  • ეროზიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის ეროზია);
  • ატროფიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის შემცირება);
  • ფლეგმანოზური გასტრიტი (კუჭის წყლულის ან კიბოს გართულება, ანთებით პროცესში ჩათრეულია კუჭის ყველა ფენა).



მიზეზები
დაავდება წარმოიშობა კუჭის შიდა კედლის გარსის ანთების შედეგად (კონკრეტულად ბაქტერიის Helicobacter pilori-ის გააქტიურების შედეგად ). მწვავე გასტრიტის მიზეზებია:
  • საკვებ-ტოქსიკური ინფექციები (სალმონელეზები);
  • ძღომამდე ჭამა;
  • მოწევა და ალკოჰოლური სასმელის მავნე გამოყენება;
  • ლორწოვანი გარსის მედიკამენტებით გაღიზიანება (ანალგეტიკები, ციტოსტატიკები);
  • საკვები ალერგია;
  • სტრესი, გადაღლა, ქრონიკული უძილობა.



ქრონიკული გასტრიტის მიზეზებია:
  • მწვავე გასტრიტის მკურნალობის არ არსებობა;
  • კვების რეჟიმის ხანგრძლივი დროით დარღვევა;
  • მწარე და უხეში საკვების მიღება;
  • ცუდი ღეჭვა;
  • მემკვიდრეობითი მიდრეკილება.



სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
  • მუცლის ზედა ნაწილში მწვავე ტკივილის გაჩენა ან გაქრობა საკვების მიღების დროს;
  • ბოყინი;
  • გულის რევა;
  • ღებინება;
  • მეტეორიზმი;
  • წონის სწრაფი დაკლება.


FPAPARAZZI-ს რედაქციამ თქვენთვის შეაგროვა გასტრიტის სხვადასხვა ფორმების სამკურნალო ხალხური მედიცინის რეცეპტები :

  1. მწვავე გასტრიტის დროს, თუ მას კუჭშეკრულობა არ ერთვის თან: ბაღის პიტნის ფოთოლი -15 გრ, წყლის სამყურა -20 გრ, ფარსმანდუკის ყვავილები - 15გრ, კამის თესლი -15 გრ, კრაზანა - 30 გრ. ამ ნარევს 2 სუფრის კოვზის რაოდენობით 2 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ და 2 საათის განმავლობაში თბილ ღუმელში დგამენ. ფილტრავენ და ერთი დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპობით სვამენ. ამავე ნაყენს იყენებენ სხვა სახის გასტრიტების დროსაც.

  2. კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას, კუჭშეკრულობის თანდართვით: შემდეგ ნარევს იყენებენ: ბერულა - 15 გრ, ფარსმანდუკის ყვავილები - 20 გრ, კრაზანა - 30 გრ, ბაღის პიტნა - 20 გრ, გვირილის ყვავილები - 10 გრ, მატიტელა -15 გრ, კამის თესლი - 10 გრ, კვლიავის თესლი - 10 გრ, სვიის გირჩები - 5 გრ, ხეჭრილის ქერქი - 20 გრ, კატაბალახას ფესვები - 10 გრ. ამ ნარევს 4 სუფრის კოვზის რაოდნობით (თითოეული კოვზი თავდადგმით სავსე) ასხამენ 1 ლიტრ მდუღარე წყალს და მთელი ღამე თბილ ღუმელში (დუხოვკაში) დგამენ, დილით უზმოზე სვამენ 1 ჭიქას, დანარჩენს კი 4 ჯერზე მთელი დღის განმავლობაში, ყოველი ჭამიდან თითო საათის გასვლის შემდეგ.

  3. კუჭის წვენის დაბალმჟავიანობის და მიმდინარე გასტრიტის დროს: გამხმარ და წვრილად და აბზინდას ასხამენ 70%-იან სპირტს შეფარდებით 1:5-თან. წყალზე ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 1 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ აბზინდაზე 2 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ. 20 წუთს დგამენ, წურავენ და ¼ ჭიქას დღეში სამჯერ სვამენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  4. მიმდინარე გასტრიტის დროს: დალიეთ 1-2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი 2-3 ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 1-2 თვე.

  5. გასტრიტის დროს, რომელსაც თან ახლავს კუჭშეკრულობა - ამისთვის ნაყენს შემდეგნაირიად ამზადებენ: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ვარდკაჭკაჭას ფესვებს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელ წყალს, ახურავენ თავსახურს, ათავსებენ წყლის აბაზანაში 15 წუთით. აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში, გადაწურავენ. იღებენ ½-1/3 ჭიქას ჭამის წინ.

  6. გასტრიტების სამკურნალოდ საჭიროა ასეთი ნაკრები: კრაზანა (ბალახი), ყანის ბირკა (ბალახი) - 10 გრ თითოეული, მრავალძარღვა (ფოთოლი), პიტნა (ფოთოლი), გვირილა (ყვავილები) - 20-20 გრამი თითოეული. ნარევის 5-6 გრამს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთი. მიიღეთ 75 გრამი ყოველ საათშ. თუ პირღებინება დაგეწყოთ, მას შემდეგ მიიღეთ ნაყენი პატარ-პატარა ყლუპებით, ამასთან, ნაყენიი თბილი უნდა იყოს. დღე-ღამეში შეიძლება 2-ჯერ დააყენოთ (ავადმყოფის მდგომარეობაზე დამოკიდებულებით). პირველი ულუფები დალიეთ შაქრის გარეშე, შემდეგ ოდნავ დაატკბეთ. ნაყენი სვით 2-3 დღე, სანამ დაავადების ნიშნები არ გაქრება. მეორე დღეს ჭამეთ თხევადი და ნახევრადთხევად საკვები. შემდეგ შეიძლება დიეტა გაამრავალფეროვნოთ, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში ფრთხილად უნდა იკვებოთ. პირველი პორცია ნაყენის შემდეგ ხანდახან იმატებს კუჭის მოქმედება, გაჩნდება ღებინება. თუმცა შემდეგ მდგომარეობა მსუბუქდება.

  7. მწვავე გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს რეკომენდირებულია ასეთი ნაკრები: ჭაობის ბერულა (ბალახი), გვირილა (ყვავილები), ყირიმის ან თეთრი ვარდის (ფურცლები), კალენდულა (მიწისზედა ნაწილი), შვიტა - თითოეული 10-10 გრამი. ყანის ბირკა (მიწისზედა ნაწილი) – 20 გრ, აბზინდა (მიწისზედა ნაწილი) - 20 გრ, ასკილი (დანაყილი ნაყოფი) - 30 გრ, კამა (თესლი) - 30 გრ, კრაზანა (ბალახი) – 40 გრ, მრავალძარღვა (ფოთლები) - 40 გრ, ფარსმანდუკი (ყვავილოვანი წვერები) - 70 გრ. ნარევის 6 გრამს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, გაათბეთ, მაგრამ არ აადუღოთ. მიიღეთ დღეში 4-ჯერ 10 მლ 15-20 წუთით ადრე ჭამამდე. ნაყენს აქვს ტკბილ-მომწარო გემო. თუ ავადმყოფს კუჭი აეშალა, ნაკრებში დაუმატეთ კრაზანა (ბალახი) და მუხის ქერქი, თითოეული 10-10 გრამი. კუჭის შეკრულობისას დაუმატეთ ხეჭრელის ქერქი ან რევანდი 10-10 გრამი. თუ კუჭის ტკივილები მწვავეა, დაუმატეთ პიტნის ფოთლები(კიდევ 10გრამი). პიტნაში შემავალი მენთოლი გამაუტკივარებლად მოქმედებს, აქვს სპაზმოლიტიკური, ანტისეპტიკური მოქმედება, გარდა ამისა სასმელს აძლევს სასიამოვნო გემოს. არომატიზაციისთვის დაუმატეთ ქინძის თესლი (10გრამი). ნაყენი ასევე აწესრიგებს საჭმლის მონელებას, მოქმედებს ნაღველმდენად.გამწვავებისას დაუმატეთ ნაკრებში სელის თესლი (10გრამი), სელის ლორწო და ზეთი ეფინება კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს, ხსნის ანთებით მოვლენებს.

  8. გათალეთ ვაშლი და გახეხეთ ლითონის სახეხზე, შეჭამეთ დამჟავებამდე და გაშავებამდე.ვაშლი უნდა შეჭანოთ დილით ადრე, რომ დაახლოებით 11 საათისთვის ისაუზმოთ. ძილის წინ ვაშლის ჭამა არ შეიძლება, რადგან მუცელი შეგებერებათ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ერთ თვეს ყოველდღიურად, მეორე თვეში - კვირაში - 2-3 ჯერ, მესამეში - კვირაში ერთხელ. ამავე დროს აუცილებელია დიეტის დაცვა, არ შეიძლება ცხიმიანი, მწარე, მლაშე საჭმელის, მაგარი ჩაის, რძის, ყავის, ახალი პურის და სანელებლების მიღება.

  9. კარტოფილი მინერალური მარილების ფერმენტებისა და ვიტამინების ბუდეა. მასში შედის : კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, რკინა, მარგანეცი, იოდი, ვიტამინი C და პროვიტამინი A, რომლებიც კანის ქვეშ იყრიან თავს. ეს ვიტამინები რომ შევინარჩუნოთ, უმჯობესია კანიანად მოვხარშოთ ან შევწვათ. მწვანე ან გამონაზარდიანი კარტოფილი მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სისხლში ერითროციტებს არღვევს და ნერვიულ სისტემაზე ცუდად მოქმედებს. 200 გრ. კარტოფილის წვენი მიიღეთ ჭამამდე, დღეში 2-3 ჯერ. ყველაზე კარგი სამკურნალო თვისებები მოვარდისფერო კარტოფილს აქვს.

  10. მდოგვის მარცვლები მიიღეთ საუზმის წინ წყალთან ერთად (დაქვეითებული სეკრეტორული ფუნქციის გასტრიტების შემთხვევაში). უნდა დაიწყოთ ერთი მარცვლიდან, ყოველ დილას დოზა გაზარდეთ თითო მარცვლით, იმკურნალეთ ზედიზედ 20 დღე. შემდეგ დოზა შეამცირეთ ისევ ერთი მარცვლით. მკურნალობის კურსი შეიძლება გაიმეოროთ ერთი კვირის შემდეგ.

  11. 2 მწვანე გაუფრცქვნელი ვაშლი გახეხეთ, შემდეგ გამოწურეთ წვენი და გადააგდეთ გული და თესლები. ამ მასას მიიღებთ ერთ ჯერზე. ასეთ მკურნალობამდე 5 საათით ადრე და მის შემდეგ 5 საათის მანძილზე ან შეიძლება არაფერის ჭამა და დალევა. ამგვარი მკურნალობა საჭიროა რეგულარულად ერთი თვის განმავლობაში. ზოგჯერ მეტ ხანსაც.

  12. მწვავე და ქრონიკული გასტრიტისას გამოიყენება: ტუხტის ძირი - 1 წილი, გვირილა - 1 წილი, ჭანგის ფესვი - 1 წილი, ყველაფერი წვრილად დააქუცმაცეთ და ნარევის ერთი სადილის კოვზი ჩაყარეთ ერთ ჭიქა წყალში. ადუღეთ 10 წუთი, შეფუთეთ და დააყენეთ სამი საათი. გაწურეთ, მიიღეთ ღამით ნაყენის ერთი ჭიქა.

  13. გვირილას ყვავილები - 10 გრ, ფარსმანდუკი - 10 გრ, აბზინდა -10 გრ, პიტნა -10 გრ, სალბი -10 გრ. აიღეთ ნარევის ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა მდუღარეზე, შეფუთეთ, დააყენეთ 30 წუთი, გაწურეთ, მიიღეთ ცხელი ნაყენი 0,5 ჭიქა ორჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  14. კატაბალახას (ვალერიანი) ფესვები - 10 გრ, წყლის სამყურა - 10გრ, პიტნა -10 გრ, ფორთოხლის ქერქი - 10 გრ. აიღეთ ნარევის 2 ჩაის კოვზი ერთ წიქა მდუღარეზე, შეფუთული გააჩერეთ 30 წუთი, მიიღეთ ნაყენის ერთი ჭიქა სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

  15. თეთრთავა კომბოსტოს წვენი გამოიყენება ქრონიკული გასტრიტების, განსაკუთრებით დაწეული მჟავიანობის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს. ოჯახურ პირობებში წვენს იღებენ შემოსული თავის დაქუცმაცებული ფოთლების გამოწურვით. მიიღეთ ½ ჭიქა 2-3 ჯერ დღეში ჭამამდე ერთი საათით ადრე თბილ მდგომარეობაში. მიღებული წვენი შეიძლება მაცივარში შეინახოთ არაუმეტეს ორი დღე-ღამისა.

  16. 30 ცალ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 10 ჭიქა მდუღარე წყალი. 24 საათის შემდეგ მივიღოთ 1,5 ჭიქა ჭამამდე 1 საათით ადრე. 5 დღე მივიღოთ, 1 დღე შევისვენოთ.

  17. ერთ ჩაის კოვზ კოთხუჯის ძირებს დაასხით ერთი ჭიქა გადადუღებული, ოთახის ტემპერატურის წყალი, დააყოვნეთ 24 საათი, გაწურეთ, მიიღეთ 3-4 კვირის განმავლობაში თითო სადილის კოვზი ჭამის წინ და ჭამის შემდეგ. დალევის წინ შეათბეთ. კოთხუჯის ფესვები მომწაროა.

  18. შეურიეთ ერთმანეთს 2-2 წილი მიწამაყვალა და ორფერი, 3 წილი ლურჯი მოცვის ფოთოლი. 2 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ, როგორც ჩაი.

  19. 200 გრ. დაჭყლეტილი მრავალძარღვა ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში 0,5 ლიტრ ჭაჭის არაყში. ნაყენი გაწურეთ, გააცივეთ და ჩაასხით ბოთლში. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დილით უზმოზე, საწოლიდან ადგომამდე ერთი საათით ადრე. სანამ წამალს სვამთ, სიგარეტის მოწევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

  20. შეურიეთ ერთმანეთს თითო წილი კრაზანა, ფარსმანდუკი, პიტნა და ბარამბო, 2 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთი, მიიღეთ ½ ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში.

  21. 20 გრამ კრაზანას დაუმატეთ 20 გრამი ფარსმანდუკის ფოთლები, ქრისტესსისხლა - 10გრ, გვირილას ყვავილი - 20გრ. აურიეთ შემადგენლობა, ნაკრებიდან აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ბალახი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ მდგომარეობაში 30 წუთის განმავლობაში. რომ შეგრილდება, გადაწურეთ. დალიეთ თითო ჭიქა 2-3 ჯერ დღეში ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

  22. გასტრიტის დროს, როცა კუჭის მჟავიანობა მომატებულია, რეკომენდირებულია კარტოფილის წვენის მიღება. ამისათვის იღებენ ¾ ჭიქა ახლად გამოწურულ კარტოფილის წვენს და სვამენ უზმოზე. შემდეგ წამოწვებიან ნახევარი საათით, ხოლო ერთი საათის შემდეგ შეიძლება საჭმელის მიღება. მკურნალობის კურსია 10 დღე.

  23. დიდიკამა - 1 წილი, ტუხტის წილი - 1 წილი, გვირილა - 1 წილი, ჭანგას ფესვი - 1 წილი, ძირტკბილა - 1 წილი. ყველაფერი წვრილად დააქუცმაცეთ და შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ერთ ჭიქა წყალში. ადუღეთ 10 წუთი, შეფუთეთ და დააყენეთ სამი საათი. გაწურეთ, ღამით მიიღეთ ნაყენის ერთი ჭიქა.

  24. დაქვეითებული მჟავიანობის დროს სვამენ შავი მოცხარის ახალ წვენს ¼ ჭიქა 3-ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.

  25. ტყის მარწყვი გამოიყენება ფოთლებისა და ფესვების ნაყენის სახით. ნარევის ერთი სუფრის კოვზს დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი, დააყენეთ 6-8 საათი, გაწურეთ. მიიღეთ ½ ჭიქა ყოველ დღე.

  26. ქრონიკული გასტრიტის დროს გამოიყენება სალათის ფოთლების ნაყენი. ერთი სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1-2 საათი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ ½ ჭიქა ორჯერ დღეში ან თითო ჭიქა ერთ მიღებაზე ღამით.

  27. ქრონიკული გასტრიტების და წყლულოვანი დაავადებებისას იყენებენ ფარსმანდუკის ბალახის ნახარშს. ერთ ჩაის კოვზს დაასხით 250 გრამი მდუღარე წყალი, ადუღეთ 5-10 წუთი ნელ ცეცხლზე, გაწურეთ. მიიღეთ ½ ჭიქა სამჯერ დღეში 25-30 დღის განმავლობაში.

  28. პიტნა - 20 გრ, ასისთავა - 5გრ, აიღეთ ნარევის 2 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა მდუღარეზე, შეფუთეთ, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა სამჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:ხალხური მედიცინა