ისწავლეთ სახის კოსმეტიკური საპნის დამზადება სახლის პირობებში.
საპნის დამზადება საკმაოდ იოლი საქმეა და არც ბევრი მასალა სჭირდება. სამაგიეროდ, შედეგი არაჩვეულებრივია.
კოსმეტიკური საპონი სახლის პირობებში ასე მზადდება:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
200 გრ საპონი გახეხეთ მსხვილ სახეხზე ( აუცილებლად პლასტმასის ) და ჩაყარეთ ემალის მაღალ ქვაბში , დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და გააჩერეთ მინიმუმ 2 - 3 საათის განმავლობაში ( შეგიძლიათ, მეორე დღემდეც გააჩეროთ ). შემდეგ დადგით საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ ულაქო ხის გრძელი კოვზით. დუღილს რომ დაიწყებს, თანმიმდევრობით ჩაუამტეთ: 1 ს/კ ქაფურის სპირტი ( ნელ - ნელა და თან ურიეთ ), ნახევარი სადილის კოვზი კოსმეტიკური ზეთი ( ზეითუნის, სიმინდის, სოიის... ), ნახევარი სადილის კოვზი გლიცერინი ( ძალიან სქელი ), 50 მლ ნიშდურის სპირტი და , სულ ბოლოს - 75 მლ 3 %- იანი წყალბადის ზეჟანგი (პერეკისი). ამოფუებისთანავე გადმოდგით და თქვიფეთ იმავე ხის კოვზით გაცივებამდე. ბოლოს მოათავსეთ მინის სახურავიან ჭურჭელში და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას. წასმის წინ კოსმეტიკური საპონი უნდა ათქვიფოთ შესაბამის სითხეში კანის ტიპის მიხედვით:
მშრალი კანისთვის - ბალახების ნაყენში ( გვირილა, პიტნა, სალბი );
ნორმალური კანისთვის - 3% - იანი წყალბადის ზეჟანგში.
საპნის ნიღაბს მშრალ კანზე იჩერებთ 10 წუთს, ნორმალურზე - 15 წუთს, ცხიმიანზე - 17 - 20 წუთს. მერე ჩვეულებრივად ჩამოიბანთ თბილი წყლით და წაისვამთ მკვებავს. საპნის ნიღბის გაკეთება ცხიმიანი კანისთვის რეკომენდებულია 5 - 6 დღეში ერთხელ, ნორმალური კანისთვის - 10 - 12 დღეში ერთხელ, მშრალი კანისთვის - თვეში ერთხელ.

- 200 გრ საპონი
- 1 ს/კ ქაფურის სპირტი
- ნახევარი ს/კ კოსმეტიკური ზეთი ( ზეითუნის, სიმინდის, სოიის ).
- ნახევარი ს/კ გლიცერინი (სქელი )
- 50 მლ ნიშადურის სპირტი
- 75 მლ 3% - იანი წყალბადის ზეჟანგი