უძილობის პრობლემას დარიჩინსა და ბანანის ნაყენი მოგიგვარებთ. უნიკალური რეცეპტი!

უძილობის პრობლემას დარიჩინსა და ბანანის ნაყენი მოგიგვარებთ. უნიკალური რეცეპტი!
რთული სამუშაო დღის შემდეგ, ზოგჯერ ძალიან გვინდა მოვდუნდეთ და დავიძინოთ... თუმცა უამრავი საფიქრალი და სანერვიულო დამშვიდებისა და დაძინების საშუალებას არ გვაძლევს.ეს რეცეპტი განსაკუთრებით მათ დაეხმარება ვინც უძილობით იტანჯება, მათ ვისაც ცუდი სიზმრები ძილს უფრთხობს. სისტემატიური გამოუძინებლობა კი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახება, ამიტომ დრო მოვიდა მივხედოთ ამ საკითხსაც.. ამ პრობლემის გადაჭრა ძალიან მარტივვი პროდუქტების შერწყმით არის შესაძლებელი.

ნუ იჩქარებთ აფთიაქში ძილის წამლების საყიდლად წასვლას, რადგან მათი მიღების შემდეგ დილით თავს დაღლილად და სუსტად იგრძნობთ. მოეშვით ყველა საქმეს დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე, დრო მიეცით თქვენს ორგანიზმს დასვენებისათვის მოემზადოს, ეს ასევე დაგეხმარებათ შესაბამისი ჰორმონების გამომუშავებაში. მიირთვით ჩვენს მიერ შემოთავაზებული სასმელის ერთი ფინჯანი და გაემართეთ მშვიდად დასაძინებლად.
ინგრედიენტები:
  • 1 ბანანი თავის კანით
  • ერთი მწიკვი დარიჩინი
  • 150 მლ წყალი


მომზადების წესი:
ავიღოთ ბანანი და გულდასმით გავრეცხოთ, მოვაჭრათ ბოლოები ორივე მხრიდან. მცირე ზომის ჭურჭელში წყალი მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ჩააგდეთ მასში ბანანი თავის კანით და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში ძალიან ნელ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან , დაუმატეთ დარიჩინი და დააყენეთ 3 წუთით. გაფილტრეთ და მიირთვით.
ეს ჯადოსნური ნაყენი არა მხოლოდ უძილობის პრობლემას მოგიგვარდებთ, არამედ დაეხმარება თქვენს ორგანიზმს უკეთ შეითვისოს საკვები მინერალები, რომელიც ვახშმობისას მიიღეთ.