უსაფრთხო, ჭურჭლის სარეცხი საშუალება საკუთარი ხელით.
უსაფრთხო ინგრედიენტების შერევით შესაძლებელია მიიღოთ შესანიშნავი საშუალება,რომელიც ჭურჭელსაც გარეცხავს და არც ჭურჭლის სარეცხ მანქანას მიაყენებს ზიანს. ამასთანავე მთელს სამზარეულოში სასიამოვნო ლიმონის არომატიც იტრიალებს.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ინგრედიენტები:
- 1 ჭ. კალცინირებული სოდა
- 1 ჭ. სოდა
- ¼ ჭ. ლიმონის მჟავა
- 1 ჭ. მაგნიუმის სულფატი
- ¼ ჭ. წყალი
- 5-10 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
მომზადების წესი:
- შეურიეთ კალცინირებული სოდა და ჩვეულებრივი სოდა, მაგნიუმის სულფატი, ლიმონის მჟავა დიდი ზომის ჭურჭელში.
- ნელ-ნელა ჩაასხით წყალი, სანამ ნაზავი ზღვის ქვიშის კონსისტენციას არ მიიღებს. ამის გაკეთბა მიზანშეწონილია ძალზედ აკურატულად, იმისათვის, რომ სითხე არ გადმოგეღვაროთ. ნაზავი აქაფდება და იშუშხუნებს. ლიმნის ზეითუნის ზეთი დაუმატეთ ლიმონის არომატის გასაძლიერებლად.
- კარგად გადაურიეთ მიღებული ნაზავი და ჩაასხით ყინულის ფორმებში, ვპრესავთ და ვტოვებთ გასაშრობად მთელი ღამე. შემდეგ კი საჭიროების დროს ამოვიღებთ ფორმიდან და გამოვიყენებთ ჭურჭლის სარეცხ მანქანში. ამ ინგრედიენტებით თქვენ მიიღებთ 20-24 კუბ სარეცხ საშუალებას.