ამის შემდეგ თქვენ 1 წუთში ჩაგეძინებათ. წარმოგიდგენთ მაგიურ ხრიკს!

ამის შემდეგ თქვენ 1 წუთში ჩაგეძინებათ. წარმოგიდგენთ მაგიურ ხრიკს!
დოქტორი ენდრიუ ბეილი გვთავაზობს ხრიკს, რომელიც უძილო ღამეების დამარცხებაში დაგვეხმარება. თუ თქვენ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად გამოცადეთ ეს მეთოდი და შედეგით ნასიამოვნები დარჩებით!

დოქტორი ბეილი იოგამ და მისმა სუნთქვითმა პრაქტიკამ შთააგონა შეექმნა ვარჯიში სახელწოდებით "4-7-8". მისი რწმუნებით, ეს ვარჯიშები შესასრულებლად ძალზედ მარტივია და არანაირ ძალისხმევას მოითხოვს. გარდა ამისა, თქვენ არ დაგჭირდებათ დიდი დრო და დამატებითი მოწყობილობები.

ენდრიუ ბეილის ინსტრუქცია:

1) ბოლომდე ამოისუნთქეთ პირით, თითქოს გამოსცემთ ხმას ''ახ-ხ-ხ-ხ-ხ''.
2) დახურეთ პირი და მშვიდად შეისუნთქეთ ჰაერი 4 თვლაზე.
3) შეიკავეთ სუნთქვა 7 წამით.
4) შემდეგ კვლავ ბოლომდე ამოისუნთქეთ პირით, თითქოს გამოსცემთ ხმას ''ახ-ხ-ხ-ხ-ხ''.
5) გაიმეორეთ ეს ციკლი სამჯერ.

ამ სუნთქვითი ვარჯიშებით თქვენ შეძლებთ პულსის დასტაბილირებას და გონების დამშვიდებას. ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის პროპორციები აუცილებლად თანაბარი უნდა იყოს.

შესაძლოა ეს მეთოდი ზედმეტად მარტივად ან უაზროდ მოგეჩვენათ, თუმცა მერწმუნეთ, შედეგით ნასიამოვნები დარჩებით!