ინგლისელმა ექიმებმა მოწევისთვის თავის დანებების იდეალურ მეთოდს მიაგნეს!
ინგლისელმა ექიმებმა შეიმუშავეს იდეალური სტრატეგია მოწევისთვის თავის დასანებლებად. როგორც აღმოჩნდა, გაცილებით უკეთესია, თუ მოწევას ერთბაშად დაანებებთ თავს და არა ნელ-ნელა, საფეხურებრივად. ამ ექიმების ნამუშევრები გამოქვეყნებულია ჟურნალ ''Annals of Internal Medicine''_ში.
ოქსფორდისა და ბირმინგემის უნივერსიტეტების თანამშორომლებმა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად, ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის მიიწვიეს 697 მწეველი ადამიანი. თითოეულ მათგანს ყოველდღიურად უტარებდნენ კონსულტაციებს და ჩანაცვლებითი ნიკოტინის თერაპიას (ტკბილეული, სპეციალური პატჩები და სპრეები).
ექსპერიმენტის მონაწილეები ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე დაყეს ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფის წარმომადგენლები ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობდნენ მოწევას, ხოლო მე-2 ჯგუფის წარმომადგენლებს ევალებოდათ ნელ-ნელა, საფეხურებრივად შეემცირებინათ დღის განმავლობაში მოწეული სიგარეტის რაოდენობა 75 პროცენტით. თამბაქოზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები ექიმებმა ექსპერიმენტის დაწყებიდან 4 (პირველი საფინიშო წერტილი) და 6 (მეორე საფინიშო წერტილი) კვირაში დაარეგისტრირეს.
თქვენ წარმოიდგინეთ და პირველი 4 კვირის გასვლის შემდეგ აბსოლიტური უარი მოწევაზე პირველი ჯგუფის წარმომადგენელთა 49%_მა განაცხადა. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, მათ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 39,2%_ს შეადგენდა. მე-6 კვირისთვის პირველი ჯგუფის წარმომადგენელ არამწეველთა პროცენტული მაჩვენებელი 22_მდე შემცირდა, ხოლო მეორე ჯგუფის შემთხვევაში - 15,5_მდე.
''ერთბაშად მოწევისთვის თავის დანებებას, დიდი ალბათობით მივყავართ გაცილებით უკეთეს და ხანგრძლივ შედეგამდე, ვიდრე თამბაქოს გადაგდებას ნელ-ნელა, საფეხურებრივად'' - განაცხადეს მეცნიერებმა.
აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მწეველ მეგობრებს, რომელთაც მიზნად მავნე ჩვევის მოშორება აქვთ დასახული!