კლასიკური იტალიური სამზარეულო: უგემრიელესი პიცა "კალცონე"

კლასიკური იტალიური სამზარეულო: უგემრიელესი პიცა "კალცონე"
კალცონე -იტალიური პეროგია. რეალურად პიცა კალცონე წამოადგენს დახურულ საკვებს, რომელიც ნახევარმთვარეს ფორმითაა მომზადებული. ის წარმოადგენს ტიპიურ კერძს იტალიის ცენტრალური და სამხრეთ რეგიონებისთვის. FPAPARAZZI წამოგიდგენთ მისი მომზადების ერთ-ერთ ვარიანტს.

ინგრედიენტები:
  • 250გ შამპინიონები
  • 2 კბილი ნიორი (დაჭერით)
  • ½ ჭიქა (100მლ) პიცის სოუსი
  • 200გ ისპანახი (გაყინული)
  • 1 ცალი (125გ) მოცარელა
  • 1 ფურცელი პიცის ცომი
  • 1ჩ/კ ახალი ბაზილიკი (დაჭრით)
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად


მომზადების წესი:
  1. ტაფაზე დაასხით ზეთი შესაწვავად. ცოტათი შეწვით ნიორი. დაუმატეთ დაჭრილი სოკო (შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სოკოებიც), მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეწვით 5-7 წუთი. დაუმატეთ კარაქი და ისპანახი (გამდნარი და გაწურული.) შეწვით 3-5 წუთი. დაველოდოთ გაგრილებას.
  2. პიცის ცომის ფურცელი დავდოთ საცხობ ფურცელზე, წავუსვათ პიცის სოუსი. ერთ ნახევარზე დავალაგოთ შემწვარი სოკო ისპანახით. ზემოდან დავალაგოთ მოცარელას ნაჭრები და ბაზილიკი. გადავაფაროთ ცომის თავისუფალი მხარე და ავკეცოთ გვერდები.
  3. გამვაცხოთ 12-15 წუთი 220°С ტემპერატურაზე.

გაამოთ!