უნაზესი სტაფილოს პეროგის რეცეპტი

უნაზესი სტაფილოს პეროგის რეცეპტი
ჯანსაღი კვების პოპულარობამ მოიტანა სტაფილოს ცხობის მოთხოვნილებაც, რადგან ის ძალიან სასარგებლოა და ამავდროულად უგემრიელესიც. სტაფილოს კექსი და პეროგი გამოირჩევიან მსუბუქი ტენიანობით, წვნიანობით და შეუდარებელი არომატით!
FPAPARAZZI წარმოგიდგენთ სტაფილოს პეროგის ძალიან სასარგებლო რეცეპტს, რომელიც თქვენს პირში უბრალოდ დადნება, მათაც კი ვისაც სტაფილო არ უყვართ უარს ვერ იტყვიან გასინჯონ ეს სტაფილოსფერი ტკბილეული.
ინგრედიენტები:
  • 3 საშალო ზომის სტაფილო
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ გამაფხვიერებელი
  • თხილეული გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • კარაქი


მომზადების წესი:
  1. ყველა ინგრედიენტი ფქვილისა და გამაფხვიერებლის გარდა დააბლენდერეთ
  2. მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და გულდასმით აურიეთ
  3. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვლი
  4. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და გამოაცხვეთ ღუმელში 50 წუთით 180 გრადუს ტემპერატურაზე
  5. მორთეთ თქვენი გემოვნებით კრემით, თხილეულით და შოკოლადით

ეს ძალიან ნაზი და წვნიანი პეროგი ფურორს გამოიწვევს ნებისმიერ წვეულებაზე. გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც და დაგვიტოვეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.