ქართული სალათა "გაზაფხული"

ქართული სალათა "გაზაფხული"
ქართული სამზარეულოს ამ რეცეპტის მიხედვით თქვენ შეძლებთ მოამზადოთ შესანიშნავი საგაზაფხულო სალათა მწვანე ვაშლით, კიტრით და მწვანილით.

ვაშლი მთელი წლის განმავლობაში გვჩუქნის ჯანმრთელობასა და სილამაზეს. არ იქნება სწორი თუ არ ვისარგებლებთ ამით. ექიმები თვლიან, რომ საკმარისია დღში ერთი ვაშლი ჭამოთ, რომ სილამაზე და ჯანმრთელობა გარანტირებული გექნებათ. არც ისაა აუცილებელი ვაშლი სუფთა ან ასე ვთქვათ ეზოს მდგმარეობით მიირთვათ, თქვენ შეგიძლიათ მისით სხვადასხვა სახის კერძები მოამზადოთ, მათ შორის ეს შესანიშნავი სალათაც.



ინგრედიენტები:
  • 4-4 ღერო კამა და მწვანე ხახვი
  • 2 კიტრი
  • 1 მწვანე ვაშლი და 1 კბილი ნიორი
  • 1ს/კ მცენარეული ზეთი
  • ლიმონის წვენი
  • ღვინის ძმარი



მომზადების წესი:
  1. გარეცხეთ, გაამშრალეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ მწვანე ვაშლი. გადაიტანეთ ის სასალათეში და მაშინთვე მოასხით ლიმონის წვენი.
  2. კიტრს გააცალეთ კანი (თუკი კანი თხელია შეგიძლიათ არც გააცალოთ) და ისიც გახეხეთ.
  3. კამა და ნიორი წვრილად დაჩეხეთ, ასევე წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი და ეს პროდუქტებიც სასალათეში გადაიტანეთ მოასხით მას ძმარი და მცენარეული ზეთი, შემდეგ კი გადაურიეთ.


ამ ძალიან გემრიელი და ჯანსაღი სალათის მოსამზადებლად თქვენ დაგეხარჯებათ მაქსიმუმ 10 წუთი.