თქვენი კანის გადარჩენა შეუძლია.... შოკოლადს!

თქვენი კანის გადარჩენა შეუძლია.... შოკოლადს!
ყველამ კარგად ვიცით, რომ ტკვილეულის ჭამა ჩვენი კანის მდგომარეობაზე ცუდად აისახება, მაგრამ ეს მხოლოდ ჭამას ეხება. თუკი შოკოლადს კოსმეტიკური მიზნებით გამოიყენებთ შესაძლოა საოცარი ეფექტის მომწრენი გახდეთ. შოკოლადის ნიღები ძალიან პოპულარული, მაგრამ ამავდროულად ძვირადღირებული მომსახურებაა. სწორედ ამიტომ fpaparazzi გასწავლით მისი გამოყენების ხერხებს სახლის პირობებში.

შოკოლადი - კარგი საშუალებაა მშრალი და მგრძნობიარე კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამ პროდუქტის მთავარ ინგრედიენტს კაკაოს-მარცვლები წარმოადგენს, როლებიც პოლიფენოლს შეიცავენ, მას ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. ამ პროდუქტში ასევე შედის კანისთვის სასარგებლო ცხიმები - კაკაო და შის კარაქი, რომელიც კანის დატენიანებას უწყობს ხელს.

შოკოლადის ნიღაბის გამოყენების შემდეგ სახის კანი ისეთი ნაზი და რბილი ხდება მისი მოხმარება მუდმივად მოგინდებათ, მაგრამ გახსოვდეთ ნებადართულია კვირაში მაქსიმუმ ერთხელ.
ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ სუფთა შავი შოკოლადი (რადგან სუფთა შოკოლადი საქართველოში დიდი იშვიათობაა შეგიძლიათ ის 2 ს/კ კაკაოს ფხვნილით ჩაანაცლოთ)
  • 1 ს/კ ნატურალური თაფლი
  • 2 ჩ/კ წვრილად დაფქული შვრიის ფანტელები (შვრიის ფქვილი)
  • 3 ჩ/კ ცხიმიანი ნაღები


შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. თანაბარ ფენებად წაისვით წინასწარ გასუფთავებულ სახის კანზე. გაიჩერეთ ნიღაბი 15 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმშრალეთ კანი და დატკბით შედეგით!