კუჭის წყლულის სამკურნალო რეცეპტი. ყველას ვურჩევ მის გამოყენებას!

კუჭის წყლულის  სამკურნალო რეცეპტი. ყველას ვურჩევ მის გამოყენებას!
სტუდენტობის დროს არასწორი კვების გამო დამემართა კუჭის წყლული. მისგან თავის დაღწევაში დამეხმარა ბებიაჩემი. ახლა თავად ვარ ბებია, მაგრამ მისი რეცეპტი დღესაც მახსოვს და ყველას ვურჩევ მის გამოყენებას:
დაგვჭირდება:
  • 100 გრ კარაქი
  • 100 გრ კაკაო
  • 100 გრ თაფლი
  • 5 გრ ალოეს წვენი

მომზადების და გამოყენების წესი:
კარაქის, კაკაოს და თაფლის ნარევს დაამატეთ ალოეს წვენი. ნელ ცეცხლზე დაადნეთ, კარგად მოურიეთ და თავდახურული მინის ქილით შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ექიმის კომენტარი:
მოცემული რეცეპტის კომპონენტები სხვადასხვაგვარად მოქმედებს კუჭ - ნაწლავის ლორწოვან გარსზე. კარაქი ეკვრის ლორწოვანის ზედაპირს და იცავს მას მორიგი დაზიანებისგან. კაკაოს ნაყოფი მდიდარია ცხიმებით, ცილოვანი ნივთიერებებით, სახამებლით, უჯრედისით, ორგანული მჟავებით, ალკალოიდებით ( თეობრომინით, კოფეინით),ფოსფორისა და კალიუმის მარილებით, მას მსუბუქი ანტისეპტიკური, ეპითელიუმის დამცავი ეფექტი აქვს. რაც შეეხება თაფლსა და ალოეს, მათ შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ალოეს ძლიერი ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგნერაციული თვისებები აქვს. თაფლი კი ცნობილია, როგორც იმუნომოდულატორი ( იმუნიტეტის მომაწესრიგებელი ), ბაქტერიების გამანადგურებელი, ანთების საწინააღმდეგო, ეფექტიანი საშუალება.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი