დაითხელეთ ბარძაყები 1 სანტიმეტრით - ერთ კვირაში!

დაითხელეთ ბარძაყები 1 სანტიმეტრით - ერთ კვირაში!
ბარძაყები - ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და პრობლემური ზონაა ქალის სხეულზე. ხშირად ზედმეტი სანტიმეტრიც კი ბარძაყების შიდა მხარეს თავდაუჯერებლობის მიზეზი ხდება. მრავალი ქალი თვლის, რომ ლამაზი ბარძაყები - ეს აუხდენელი ოცნებაა!

რატომ არის ბარძაყებიდან ზედმეტი სანტიმეტრების მოშორება ასეთი რთული? საქმე იმაშია, რომ ცხიმი ამ ზონაში აუარესებს სისხლის ცირკულაციას, რაც გახდომის პროცეს უშლის ხელს. იმისათვის, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულები იყოთ და არ გრცხვენოდეთ საკუთარი სხეულის, fpaparazzi გტავაზობთ დაიწყოთ მოქმედება დღესვე. ეს სრულიად შესრულებადი რეკომენდაციებია, რომლის შესრულებაც ნებისმიერ ქალს შეუძლია.

მაშ ასე როგორ დავითხელოთ ბარძაყები?

  1. პირველი ნაბიჯი
    აუცილებელია შევამციროთ კალორიების ყოველდღიური დოზა. შეეცადეთ იკვებოთ ხშირად მაგრამ ცოტ-ცოტა. გაზარდეთ საკვების მიღების სიხშირე, რომ თავს მუდამ მაძღრად გრძნობდეთ. მოაწვეთ მსუბუქი წახემსებები ყოველ 2-3 საათში. მიირთვით მხოლოდ იმდენი, რომ შიმშილის გრძნობა ჩაიკლათ.

  2. ნაბიჯო მეორე
    შეეჩვიეთ საკმარისი რაოდენობით წყლის სმას. თავი აარიდეთ გაზიან სასმელებს, ლუდს, რძიან კოქტეილებს, რადგან ისინი საკმაოდ კალორიულები არიან. რამოდენიმე დღის შემდეგ კი თქვენ თავისუფლად იტყვით უარს ტკბილ ჩაიზეც.
  3. ნაბიჯი მესამე
    საბედნიეროდ ბარძაყების მოყვანა წესრიგში მარტივად არის შესაძლებელი ეფექტური ვარჯიშების საშუალებით. ასეთი ვარჯიშების უამრავი ნაირსახეობა არსებობს. მთავარია თავს ვარჯიში აიძულოთ! მოიკრიბეთ მოთმინება და კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს მიზანზე. გთავაზობთ შეასრულოთ ეს ეფექტური 12 წუთიანი ვარჯიშები. ვიდეორგოლში დეტალურად არის ნაჩვენები, თუ როგორ უნდა ივარჯიშოთ.


ხასოვდეთ, რომ თქვენი სხეული თქვენს ხელშია. თუკი თქვენ თვლით, რომ არ გაწყენდათ ბარძაყების დათხელეა - იმოქმედეთ თამამად. სამაგიეროდ მოხდენილი კაბებისა და შარვლების ჩაცმა რა სასიამოვნო იქნება?! ეს ამად ნამდვილად ღირს! ეს რჩევები დაეხმარება ნებისმიერ ქალბატონს ხაზი გაუსვას თავის ბუნებრივ სილამაზეს. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს!