როგორ დავითხელოთ ბარძაყები? დაუთმეთ მხოლოდ 12 წუთი ამ მსუბუქ ვარჯიშებს

როგორ დავითხელოთ ბარძაყები? დაუთმეთ მხოლოდ 12 წუთი ამ მსუბუქ ვარჯიშებს
გსურთ, საცურაო კოსტიუმში ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ? ახლა სწორედ ის დროა, როდესაც საკუთარ ფიგურაზე ზრუნვას უნდა შეუდგეთ, თუ გსურთ ზაფხულის ულამაზესი სეზონისთვის სხეული ტონუსში მოიყვანოთ.

საკმარისია, დაუთმოთ დღეში მხოლოდ 12 წუთი მსუბუქ ვარჯიშებს, რომელთაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, რათა დაირეგულიროთ მეტაბოლიზმი, გაიუმჯობესოთ სხეულის ფორმები და დაითხელოთ ბარძაყები. ამ ვარჯიშების შესრულებას მარტივად შეძლებთ სახლის პირობებში. გარდა ფიზიკური აქტივობისა, აუცილებელია ცხოვრების სტილში გარკვეული ცვლილებების შეტანა.

როგორ დავითხელოთ ბარძაყები?
  1. შეცვალეთ ცხოვრების სტილი
    თქვით უარი მავნე ცხიმებზე (ფასტ-ფუდი, დესერტები) და გაამდირეთ კვების რაციონი ჯანსაღი ცხიმებით (ავოკადო). პატარ-პატარა ნაბიჯებით შეუდექით ცხოვრების აქტიურ სტილს. მაგალითისთვის, თქვით უარი ლიფტზე და ყოველთვის ისარგებლეთ კიბეებით.



  2. ძალისხმერი ვარჯიშები
    აუცილებლად დატვირთეთ საკუთარი თავი ფიზიკურად და რეგულარულად შეასრულეთ ძალისხმიერი ვარჯიშები, რათა დაიჩქაროთ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესები. ეს საკვანძო მომენტია წონის დასაკლებად და სხეულის ლამაზი ფორმების მოსაპოვებლად.



  3. აერობიკა
    თუ თქვენ ყოველდღიურად დაახლოებით 20 წუთს აერობიკას დაუთმობთ, ჭარბი წონის პრობლემა არასდროს შეგაწუხებთ. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ საუკეთესო ვარჯიშებს დამწყებთათვის. დაუთმეთ დღეში 12 წუთი ამ მსუბუქ, მარტივად შესასრულებელ ვარჯიშებს, რათა საცურაო კოსტიუმში ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ! შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვად დღეიდანვე.