ამ გოგონას საჭესთან მესიჯობა უყვარდა. ნახეთ თუ როგორ გამოიყურება ის ახლა

ამ გოგონას საჭესთან მესიჯობა უყვარდა. ნახეთ თუ როგორ გამოიყურება ის ახლა
ლიზ მარკსი იყო ძალიან პოპულარული სტუდენტებს შორის. ლამაზი ქერა გოგონა მერილენდის შტატიდან მოდელად მუშაობას იწყებდა, უყვარდა მეგობრებთან ერთად დროის ტარება, დადიოდა წვეულებებზე და თამაშობდა ფეხბურთს. ისევე როგორც ახალგაზრდების უმრავლესობა ისიც ფიქრობდა, რომ დაუმარცხებელი იყო.

2012 წელს მისი ცხოვრება ერთ წამში შეიცვალა.
ლიზი 18 წლის იყო, როდესაც მან თვალი მოაშორა გზას, რათა ენახა თუ რა შეტყობინება მოუვიდა მას ტელეფონზე. ერთი წამის შემდეგ კი მისი "მაზდა" შეასკდა ევაკუატორს, რომელიც თავისმხრივ მარცხნივ მობრუნების საშუალებას ელოდებოდა.

ლიზი სასწაულებრივად გადარჩა ამ საშინელი ავარიის დროს. თუმცა ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად დამთავრებულიყო: ის ავტომობილს ახალგაზრდულად -სწრაფად მართავდა მისი ავტომობილი კი საკმაოდ პატარა იყო იმისათვის, რომ ლიზი საიმედოდ დაეცვა. ამის შემდეგ კი მისი ფიზიკური და სულიერი იარები სამუდამოდ მასთან ერთად იქნებიან.

ავარიიდან შემდეგი ერთი თვე მან რეანიმაციაში გაატარა. მისი სახე შეუხედავი გახდა. გოგონა ცალი თვალით დაბრმავდა.... ამ სიის გაგრძელება შეიძლება უსასრულოდ...

რაც უფრო ცუდია, მისი მეგობრების წრე ტრაგედიის შემდეგ მაშინთვე შემცირდა. მარტოობის გრძნობა ლიზს შთანთქავდა.

2014 წელს მან დედასთან ერთად გადაიღო ვიდეო, რომელშიც ყვება თუ რა მნიშვნელოვანია არასდროს არ მოაშოროთ თვალი მართვის პროცესს. არასდროს!

ვიდეო იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ნახვა დააგროვა.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს ვიდეო ყველამ უნდა ნახოს. მაგრამ თუკი ინგლისური არ იცით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქვემოთ მოცემული ტექსტით.

ავარიამდე ლიზი ტიპიური პირველკურსელი იყო: პოპულარული, კომუნიკაბელური და სმარტფონის გამოყენების მცოდნე. "მე ვიყენებდი ტელეფონს ალბად წამში ერთხელ. ის ჩემთან ერთად იყო ყოველ წუთას. როდესაც ტელეფონი თან არ მქონდა, თავს მაშინთვე მარტოდ ვგრძნობდი" - ყვება ლიზი..