"მისი პრობლემის შესახებ არაფერი ვიცოდი, საღამოობით მეგობრებთან დალევა უყვარდა" - რას ყვება რუსი რეჟისორი კოტე თოლორდავას შესახებ?

"მისი პრობლემის შესახებ არაფერი ვიცოდი, საღამოობით მეგობრებთან დალევა უყვარდა" - რას ყვება რუსი რეჟისორი კოტე თოლორდავას შესახებ?
11 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაცვლილი იპოვეს. ის რუსეთის დედაქალაქში 9 აპრილს ჩავიდა და 14-ში საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რუსული ინტერნეტ-გამოცემა mk.ru მსახიობის მეგობარს, რეჟისორ ედუარდ ოგანესიანს ესაუბრა, რომელმაც ის მოკლემტრაჟიან ფილმში "აზნიფი" და კომედიაში "ანა-ბანა" გადაიღო.

- ცნობილია თუ არა თქვენთვის, რისთვის ჩამოვიდა კოტე მოსკოვში? ვინ იღებდა მას?
- არა. მე საქართველოში დავრეკე. ერთადერთი, რაც შემატყობინეს, ისაა, რომ უახლოეს დღეებში მოსკოვიდან საქართველოში უნდა გადაასვენონ. სად იღებდნენ მას, ამის თქმა არავის შეუძლია. ამ შეკითხვით ჩემს კოლოეგბს მივმართე "ფეისბუქით", მაგრამ არავის უპასუხია. ჯერჯერობით არაფერი ვიცი მის ადგილსამყოფელის შესახებ. ეს ყველაფერი უცნაურია. ის აუცილებლად დამირეკავდა და მეტყოდა: "ედიკ, მოსკოვში ვარ, შევხვდეთ". ეს დაუჯერებელია. შარშან კოტე თეატრთან ერთად გასტროლებზე ჩამოვიდა პეტერბურგში, მანამდე მომწერა: "ედიკ, შეძლებ ჩემთან მოსვლას? მოდი, შევხვდეთ". იცოდა, რომ აუცილებლად ვნახავდი და ჩემთანაც დავტოვებდი. არავითარი სასტუმრო არ დასჭირდებოდა. მარტო იყო თუ არა სასტუმროს ნომერში? ვისთან ერთად ჩამოვიდა საქართველოდან? არაფერი მესმის. ასევე არ ვიცი რომელ სასტუმროში მოხდა ტრაგედია.


- თქვენ ერთად მუშაობდით ჯერ კიდევ მოკლემეტრაჟიან ფილმზე, ერთმანეთს, სავარუდოდ, დიდი ხანია იცნობდით...
- მამაჩემი თბილისელია. როდესაც სცენარი დავწერე, მის გადასაღებად საქართველოში გავემგზავრე. კასტინგი სწრაფად ჩატარდა. კოტემ მეგობრის ქორწილიდან შემოირბინა, ძალიან ენერგიული იყო. სინჯებზე მოვიდა და საუბარი ქართულად დაიწყო. მე მას ვკითხე: "ნუთუ, რუსულად არ საუბრობთ?". მან მიპასუხა, რომ ერიდებოდა. თუმცა, როდესაც რუსულად საუბარი დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ძალიან კარად საუბრობდა. მას იუმორის შესანიშნავი გრძნობა ჰქონდა. როგორც გაირკვა, ბაბუამისი, თუ დიდი ბაბუა რუსი იყო და თითქმის ადმირალიც. ასე რომ, მის ძარღვებში ნაწილობრივ რუსული სისხლიც ჩქეფდა.

როლზე მაშინვე დამავმტკიცე. შემდეგ დავმეგობრდით. ფილმში მას, პრაქტიკულად, მთავარი როლი ჰონდა და თავი შესანიშნავად გაართვა. შემდეგ საქართველოში ჩამოვედით. არსებობენ მსახიობები, რომლებისთვისაც სცენარის წერა გინდება. კოტე სწორედ ასეთი მსახიობი იყო. მოსკოვში როცა დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ აუცილებლად გადავიღებდი ფილმს, რომელშიც ის მთავარ როლს შეასრულებდა.

"პეპეს" სცენარი საგანგებოდ კოტესთვის დავწერე. ეს არის ფილმი ორი მამაკაცის ურთიერთობის შესახებ. 35 წლის ქართველი კაცი შეიტყობს, რომ ჰყავს მამა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და მის გასაცნობად მიდის. მამასთან კოტეს რთული ურთიერთობა ჰქონდა, როგორც ვიცი, ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ.

- მასთან მუშაობა საინტერესო იყო?
- კი და ძალიან კომფორტულიც, ის აბსოლუტური მსახიობი იყო. არასდროს ერეოდა რეჟისურაში. საერთოდაც, გიჟი იყო... მომავალ მეუღლეს ხელი ისე სთხოვა, რომ ამის შესახებ მთელი საქართველო ლაპარაკობდა. ფანჯარასთან აივნიანი ამწეთი მიადგა, ყვავილები მიართვა და იქედან პირდაპირ ხელის მოსაწერად წაიყვანა.


არიან მსახიობები, რომლებიც უბრალოდ კარგად ფლობენ სამსახიობო ხერხებს, მას კი ყველაფერი ბუნებით მოსდგამდა. უყურებდი და ხვდებოდი, რომ ის არ თამაშობდა. ძალიან ორგანული იყო, ყველაფერს სწრაფად ითვისებდა. მას დაძაბვა და ხანგრძლივი რეპეტიციები არ სჭირდებოდა. თუ როლის არსი ესმოდა, მაშინვე გარდაისახებოდა. როდესაც ჩემი სრულმეტრაჟიანი ფილმის "ანა-ბანას" სცენარი მომზადდა, მივხვდი, რომ მთავარი როლი კოტეს უნდა ეთამაშა. მე პირველი აღმოვჩნდი, ვინც ის ფილმში გადაიღო. ეს 2009 წელს მოხდა. მაშინაც გადასაღებად საქართველოში ჩამოვედით. კოტეს მანამდე კინოკამერასთან არ ემუშავა, თუმცა გადასაღებ მოედანზე პროფესიონალი კინომსახიობივით ეჭირა თავი. ქართულ ტელესერიალში გადაღების შემდეგ ის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობად იქცა. მაყურებლებს კოტე ძალიან უყვარდათ. როგორც კი კადრში ჩნდებოდა, მაშინვე ყველას ყურადღებას იპყრობდა. ვინც მისი სახელი არ იცოდა, კითხულობდნენ, ვინაა ეს მაგარი მსახიობიო. ის დეტალებისთვის მოსწონდათ. კოტეს როხროხა სიცილი და სევდიანი თვალები ჰქონდა. ისინი მსხვილი ხედით უნდა გადაგეღო. ხუმრობებს ადვილად იჭერდა, სიცილი უყვარდა. განათლება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში მიიღო.

- კოტე ხომ თეატრში მუშაობდა. უცნაურია, რომ მისი შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად არ მოიპოვება.
- მისი სახელი არ ქუხდა. მხოლოდ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გადაღების შემდეგ გაიცნო ის საქართველომ. ერთ დღესაც მან პოპულარულმა გაიღვიძა. კოტე თავიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში თამაშობდა. ვინაიდან კოტე კარგად საუბრობდა რუსულად, გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრშიც ხშირად იწვევდნენ.


- მას პატარა შვილები დარჩა...
- როდესც ჩვენ გადაღებები გვქონდა, მას შვილი შეეძინა. ორი თუ სამი შვილი ჰყავდა. მისი მეუღლეც მსახიობია, ახალგაზრდა, ნამდვილი ლამაზმანია. ისინი ძალიან კარგი წყვილი იყვნენ. მისი პრობლემის შესახებ არაფერი ვიცოდი, რაზეც ახლა წერენ. პრესა იტყობინება, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან ბევრს ეწეოდა. როგორც ყველა ქართველს, საღამოობით მეგობრებთან ერთად დალევა უყვარდა. სულ ესაა.
სტატიის წყარო:ambebi.ge