ულამაზესი, პერსპექტიული მოდელი გვიყვება, თუ როგორ დაანგრია ამ ერთმა ფოტომ მისი კარიერა.

ულამაზესი, პერსპექტიული მოდელი გვიყვება, თუ როგორ დაანგრია ამ ერთმა ფოტომ მისი კარიერა.
გახსოვთ ისტორია ჩინელი მამაკაცის შესახებ, რომელმაც საკუთარ ცოლს სასამართლოში უჩივლა, რადგან მან ქმარს არ უამბო სიმართლე ჩატარებული პლასტიკური ოპერაციების შესახებ? მამაკაცისთვის ყველაფერი ნათელი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც მახინჯი ბავშვები შეეძინა. 2012 წელს ამ ერთი შეხედვით ძალზედ სასაცილო ისტორიამ მთელი ინტერნეტ სივრცე შტურმით აიღო, ისევე, როგორც ამ ფოტომ, რომელმაც ძალიან ლამაზი და პერსპექტიული მოდელის კარიერა გაანადგურა.

მიაქციეთ ყურადღება ფოტოზე გამოსახულ ''მახინჯ'' ბავშვებს.

ულამაზესი, პერსპექტიული მოდელი გვიყვება, თუ როგორ დაანგრია ამ ერთმა ფოტომ მისი კარიერა.

''მახინჯი ბავშვების'' დედა პლასტიკურ ოპერაციებამდე.



სინამდვილეში, ეს გახლავთ პლასტიკური ქირურგიის კლინიკის რეკლამა, რომელსაც ამშვენებდა შემდეგი წარწერა: ''ერთადერთი, რაზეც ნერვიულობა მოგიწევთ, ისაა, თუ როგორ აუხსნათ საკუთარ შვილებს ყოველივე ეს''.
იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც უკვე ემზადებოდით უარყოფითი კომენტარების დასაწერად ფრაზა ''მახინჯი ბავშვების'' გამო, გეტყვით,რომ არც ამ ბავშვების გარეგნობაა ნამდვილი და ისინი უბრალოდ ფოტოშოპით არიან დამახინჯებულნი.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფოტო საკმაოდ რეალურად გამოიყურება და სოციალური ქსელის მომხმარებელს საერთოდ არ აინტერესებს შეესაბამება, თუ არა ისტორია სინამდვილეს, ამ ქალბატონმა უამრავი უარყოფითი ემოცია მიიღო და სამოდელო კარიერასაც გამოემშვიდობა.
''ყველამ დაიჯერა, რომ ჩემი გარეგნობა პლასტიკური ოპერაციების დამსახურება იყო'' - თქვა ცრემლმორეული თვალებით მოდელმა ''BBC''_სთან ინტერვიუს ჩაწერის დროს.





''როდესაც ჩემი მეგობარი წააწყდა ამ რეკლამას სოციალურ ქსელში და მიამბო ყოველივე ამის შესახებ, ვიფიქრე, რომ უბრალოდ ხუმრობდა, თუმცა ხანმოკლე დროში ეს ისტორია მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა და გადაითარგმნა უამრავ ენაზე. ადამიანები ფიქრობენ, რომ ყოველივე ეს მართლა გადამხდა თავს''.

გოგონა სტაბილურად იღებდა მონაწილეობას უმსხვილეს კამპანიებში, თუმცა ამ ისტორიის გავრცელების შემდეგ, არცერთმა სამოდელო სააგენტომ აღარ მოისურვა მასთან ურთიერთთანამშრომლობა.