"ყველას ეყოფა ჩემი თმებიო!.. ძალიან სიფრიფანა, პოზიტივით სავსე გოგონა" - როგორ იხსენებენ ინდირა ზარანდიას
ინდირა ზარანდია ერთერთია მათგან, ვინც 13 ივნისის წყალდიდობას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპა მისი და - ლიზი ზარანდია. ინდირა 22, ლიზა კი 25 წლისანი იყვნენ.
"სიცილი, კისკისი, იუმორი, ცეკვა, გართობა, მოლხენა, სიმღერა, თამაში, ინტელექტი, სილამაზე და მშვენიერება - ერთ ადამიანს ყველაფერი თან გქონდეს, იშვიათია, მაგრამ მას ჰქონდა";
"ამის განსაკუთრებული ნიჭი აქვს - უცბად გავსებთ დადებითი ემოციებით. მას და სიცოცხლეს ერთმანეთი განსაკუთრებულად უყვართ, განგებამ მარადიული ერთობისთვის დააკავშირა ისინი!", - წერს ბლოგში მისი მეგობარი ლაშა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ სულ ოთხჯერ მოუწია ინდირასტან შეხვედრა და სამუდამოდ დაამახსოვრდა მაშინ, როცა არ ახსოვს ადამიანები, ვის გვერდითაც, შესაძლოა, წლები გაუტარებია, უსაუბრია, ბევრიც უსეირნია...
"მეორედ შევხვდი - უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე. იმ დღის ემოციებს თავიდან არ მოვიგონებ, უბრალოდ გეტყვით, რომ მაშინაც დადიოდა და დათრევდა დიდ ხურჯინს ბედნიერებისას და გარშემო ყველას, უნდოდა თუ არა, ბედნიერების მორევში ხვევდა.
ყველას ეყოფა ჩემი თმებიო!..", - წერს ბლოგში ლაშა. ამავე ბლოგში ინდირას სხვადასხვა ფოტოებიცაა გამოქვეყნებული.