ზოდიაქოს ამ 6 ნიშანს 2018 წელს ზღაპრულად გაუმართლებთ: რა უნდა გავაკეთოთ რომ ბედი არ დავაფრთხოთ

ზოდიაქოს ამ 6 ნიშანს 2018 წელს ზღაპრულად გაუმართლებთ: რა უნდა გავაკეთოთ რომ ბედი არ დავაფრთხოთ
თევზები: გაუმართლებთ კარიერაში!


ამ წელმა შესაძლოა ბევრი ახალი და საინტერესო რამ გაგიხსნათ: გამორიცხული არაა, რომ სერიოზულად გატაცებული იქნებით, თქვენ დაგაინტერესებთ რელიგია, ფილოსოფია ან ისტორია. ამ დროს ახალ მნიშვნელოვან ცოდნას მიიღებთ, ან სერიოზულად რაღაც ახალს შეისწავლით. 

ყველა ახალი ცოდნა ადვილად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამსახურში, რომლებიც თავის მხრივ მნიშვნელოვან პლიუსებს და კონკურენტ შესაძლებლობას მოგიტანთ. წელს კარიერული ზრდა თვალშისაცემი იქნება, განსაკუთრებით დიდ ცვლილებებს 2018 წლის ბოლოს ელოდეთ - ნოემბერ-დეკემბერში. 

რა გავაკეთოთ ბედი რომ არ დავაფრთხოთ? ახლა მთავარია ერთ ადგილას არ გაჩერდეთ და არ დაელოდოთ რომ ყველაფერი თავის თავად გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ნიშანს წელს გაუმათლებს, წარმატება სწრაფად გაფრინდება, თუ სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგამთ. 

განსაზღვრეთ თქვენთვის, სასურველი სამუშაოს შესასრულებლად რა უნარი ან ცოდნა გაკლიათ. გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ რომ ამ სფეროში იმუშაოთ და ნაბიჯი თამამად გადადგით. აქ მნიშვნელოვანია გქონდეთ საწყისი იმპულსი, წერტილი, მაშინ შთაგონება არსად წავა, თქვენ ინერციით წინ წახვალთ და მიიღებთ იმას, რაც გსურთ.



კირჩხიბი: გაუმართლებთ სამსახურში!


წელს თქვენი ნიშანი ყველაზე განსხვავებულ გრძნობებს განიცდის და შეხვდება როგორც სირთულეები, ასევე დიდი წარმატება. სწორედ ამიტომ იღბლიანების პირველ რიგში არ ხართ, თუმცა იღბალი ყველა ცხოვრებისეულ სფეროში თქვენს მხარეს არ იქნება, არამედ მხოლოდ სამსახურში. 

თუ ბიზნესი გაქვთ მას გააფართოვებთ: აიყვანეთ ახალი თანამშრომლები, აითვისეთ ახალი საინტერესო აქტივობის სფერო, გააფართოვებთ წარმოებას, განავითარებთ მომსახურების ხარისხს.

თუ არ მუშაობთ და თქვენი მთავარი საქმიანობა დიასახლისობა და ბავშვების მოვლაა, მოსალოდნელია თქვენი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. თქვენ იგრძნობთ მყუდროებას და სახლის საქმეებს მარტივად შეასრულებთ. მაგ., სახლში შეიძლება დიასახლისის ახალი დამხმარეები გამოჩნდეს, რომლებიც ბევრ დროს დაგიზოგავთ და ა.შ. არ გამორიცხოთ ასევე სახლში შინაური ცხოველის გამოჩენა.

რა გავაკეთოთ რომ ბედი არ დავაფრთხოთ? თქვენ უნდა ისაუბროთ და თქვენი გეგმის, სურვილის და იმედის შესახებ სხვა ადამიანებს მოუყვეთ. არ უნდა გაჩუმდეთ, თუ რაღაც არ მოგწონთ. მაგ., თქვენი გამომუშავებული ხელფასი ან თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი. შეგიძლიათ თამამად ილაპარაკოთ ამის შესახებ, შესთავაზოთ ცვლილებების შეტანა. გახსოვდეთ, წელს მხოლოდ სამსახურში გაგიმართლებთ ამიტომ სასურველს მარტივად მიაღწევთ.